ჩინგიზ ყაენი – “ეპიზოდი”
მონღოლთა მიერ დაპყრობილი ათასობით ქალაქიდან მხოლოდ ერთი გახდა ჩინგიზ ყაენის სტუმრობის ღირსი.როგორც წესი,გამარჯვების გარდაუვალობაში დარწმუნდებოდა თუ არა,დიდი ყაენი თავის მხლებლებთან ერთად მოშორებით დასცემდა ბანაკს და საქმეს მისი ჯარისკაცები აგვირგვინებდნენ. 1220 წლის მარტში,დრაკონის წელში,დამპყრობელმა დაარღვია ტრადიცია და მხედრობას ხვარაზმის (თანამედროვე უზბეკეთის) სულთნის განმგებლობაში მყოფი ქალაქებიდან ყველაზე მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში,ბუხარაში შეუძღვა.
ბუხარა არც დედაქალაქი იყო და რაც სავაჭრო ცენტრი,მაგრამ მუსულმანურ სამყაროში სახელი გაითქვა,როგორც რელიგიურმა ცენტრმა,”მთელი ისლამის მშვენებამ და სიხარულმა”. (ავტორი გენია.ჯი) ჩინგიზ ყაენი კარგად ათვითცნობიერებდა თითოეული მოქმედების პროპაგანდისტულ ღირებულებას,ამიტომაც ტრიუმფით გაიარა ჭიშკარი,ჩაუარა მჭიდროდ დასახლებულ,ხის სახლებით შეფენილ ღარიბულ კვარტლებსა და მოვაჭრეთა დახლებს და ქალაქის ცენტრისკენ გაემართა.
თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,ბუხარას ცენტრისაკენ მიმავალმა ჩინგიზ ყაენმა ქალაქის ყველაზე დიდ შენობაზე – მეჩეთზე მიუთითა მხლებლებს და იკითხა,სულთნის სასახლე ხომ არ არისო.როცა აუხსნეს,ეს სულთნის კი არა,ღვთის სახლიაო,გაირინდა.მონღოლებისათვის ერთადერთი ღმერთი მარადიული ლურჯი ცა იყო,ოთხივ მხრით,ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე გადაჭიმული.ღმერთი სუფევდა მთელს მიწაზე; ის არ შეიძლებოდა ქვის ნაგებობაში გამოეკეტათ,როგორც ტუსაღი ან დატყვევებული ნადირი,არც ღვთის ცხოველი სიტყვების გამომწყვდევა შეიძლებოდა ქალაქელთა უსიცოცხლო წიგნებში. (ავტორი გენია.ჯი) ჩინგიზ ყაენს არაერთხელ უგრძნია ღმერთის არსებობა,ესმოდა მისი ხმაც – უზენაესი უშუალოდ ყაენს მიმართავდა,მისი ჭეშმარიტი სიტყვები სამშობლოს მთებიდან ცივ ქარს მოჰქონდა და უზარმაზარი ერების დამპყრობლად იქცა.
ჩინგიზ ყაენი ჩამოქვეითდა და მეჩეთში შევიდა.ეს ალბათ ერთდაერთი შენობა იყო,სადაც ყაენმა სიცოცხლეშივე შედგა ფეხი.ღვთის სახლში შეკრებილ სწავლულებსა და იმამებს უბრძანა,მონღოლთა ცხენები გამოეკვებათ.ასე ექცეოდა იგი ყველა რელიგიის მსახურს დაპყრობილ ქვეყნებში.ამის შემდეგ თავისთან დაიბარა 280 ყველაზე გამორჩეული,მდიდარი ბუხარელი.მიუხედავად იმისა,რომ ქალაქის მცხოვრებთა წეს-ჩვეულებები მისთვის უცხო იყო,კარგად იცნობდა ადამიანთა სულის სიღრმეებს.თარჯიმნების საშუალებით,მკაცრად დატუქსა ისინი მათი ცოდვებისა და სულთნის ავკაცობისათვის: ყველა ამ უბედურების მიზეზია არა უბრალო ხალხი,არამედ “დიდებულნი და აღმატებულნი თქვენ შორის.რომ არა თქვენი შეცოდებანი,ღმერთი ჩემი სახით სასჯელს არ გამოგიგზავნიდათო”.
მისი შესვლა ბუხარაში ისტორიაში ყველაზე გაბედული სამხედრო გეგმის წარმატებული დასასრული იყო,ამ პერიოდში ჩინგიზ ყაენი 60 წლის გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)