“გარდაცვალების გასაოცარი მიზეზები”
1. 1993 წლის 9 ივლისს,კომპანია – “ჰოლდენ დეი უილსონ ლო”-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა და ადვოკატმა,38 წლის – ჰარი ჰოიმ,კანადის ქალაქ ტორონტოში სტუდენტ-იურისტებისათვის იმის სადემონსტრაციოდ,რომ კომპანიის შენობაში ფანჯრები და მინები ადამიანისათვის უსაფრთხო იყო,24-ე სართულის ფანჯარას მთელი ძალით შეეჯახა.პირველი მცდელობა მინის ჩამსხვრევისა,მართლაც უშედეგო აღმოჩნდა,თუმცა საუბედუროდ მეორე ცდაზე არა მარტო მინა ჩაიმსხვრა,არამედ მთელი ფანჯრის კონსტრუქციაც კი მოირღვა და იგი 100 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.აღნიშნულმა ფაქტმა კი მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.(ავტორი გენია.ჯი)
2. დიდი ბრიტანელი ბიზნესმენი,მცხოვრები ინგლისის ქალაქ სუონსში – ჯერალდ მელინი,მეუღლესთან განქორწინების შემდეგ “ღრმა დეპრესიით” იტანჯებოდა.საშინელი დეპრესიით გაწამებულმა კაცმა,აიღო თოკი,რომლის ერთი ბოლო სახლთან მდებარე ხეს გამოაბა,ხოლო მეორე ბოლო კი კისერზე მარყუჟის ფორმით მოიბა.ამის შემდგომ ჩაჯდა საკუთარ Aston Martin DB7-ის ფირმის ავტომობილში და მთელი ძალით დაძრა მანქანა.საბოლოო ჯამში თოკმა – ჯერალდ მელინს თავი წააცალა.