მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო – “კონცერტი”
“კონცერტი” - წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვრის,ბაროკოს ეპოქის ბრწყინვალე წარმომადგენლისა და ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორის XVII საუკუნეში - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს (1571-1610 წლები),მიერ შესრულებულ გენიალურ ტილოს,რომელიც მხატვარმა დახატა 1595 წელს.აღნიშნული ტილო დახატულ იქნა,კარავაჯოს ყველაზე დიდი მეცენატის,იტალიელი “კარდინალის” – ფრანჩესკო დელ მონტეს,შეკვეთით. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,კარდინალის სასახლეში ხშირად ეწყობოდა კონცერტები,ზეიმები,საღამოები და მიღებები,რის გამოც მან გადაწყვიტა კარავაჯოსათვის შეეკვეთა ისეთი ჟანრის ტილო,სადაც გამოსახული იქნებოდა “მუსიკის თემა”.კარდინალის მიერ შეკვეთილი ტილო – კარავაჯომ 1595 წელს დაასრულა და იგი ფრანჩესკო დელ მონტეს კაბინეტის ერთ-ერთ საუკეთსო ექსპონატადაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახულია რეპეტიცია,ოთხი ახალგაზრდა ვაჟისა,რომლებიც თეატრალურ კოსტუმებში არიან გამოწყობილი.ერთი მათგანი ყურადღებით დაჰყურებს ნოტებს,მეორე პერსონაჟი მუსიკალური ინსტრუმენტს ამოწმებს,ხოლო მესამე პერსონაჟი ყურძენს მიირთმევს.აღსანიშნავია,რომ ტილოზე თავდაპირველად ზემოთ აღნიშნული სამი პერსონაჟი იყო გამოსახული,თუმცა მოგვიანებით მხატვარმა გადაწყვიტა სურათზე მეოთხე პერსონაჟის დამატება და ამისათვის მან საკუთარი ავტოპორტრეტი აღბეჭდა.თავდაპირველად ტილოს,მოიხსენიებდნენ,როგორც “მუსიკოსები”,თუმცა საბოლოოდ მას “კონცერტი” უწოდეს.დღესდღეობით კარავაჯოს გენიალური ნამუშევარი “კონცერტი”,დაცულია მსოფლიოში ცნობილ “ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში” და ამ უდიდესი მუზეუმის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპონატადაცაა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)