მერაბ კოსტავა – „გურამ რჩეულიშვილის შესახებ”…
„გურამ რჩეულიშვილი მთლიანია, როგორც პიროვნება და როგორც მწერალი, მაგრამ მაინც პიროვნების აშკარა პრიმატით. მისი მისიაც უფრო მის პიროვნულ თვისებებში იკვეთება, ვიდრე მწერლობაში. თავად მის შემოქმედებაში სიტყვის ჩამოქნილობაზე მეტად მისი პიროვნება გვანცვიფრებს… მისი შინაგანი, ბუნებრივი არტისტიზმით და სითამამით გაჯერებული თითოეული მოქმედება გაბედულად აცხადებდა, რომ ყოველ საეჭვო ტრადიციაზე მაღლა დგას სიღრმისეული ალღო ჭეშმარიტებისა… სწორედ რჩეულიშვილის მსგავსნი თუ გვაგრძნობინებენ, რომ ერთადერთი, მხოლოდ ღვთაებრივი მარადისობიდან გამომდინარე ტრადიციები და საქმეებია ურყევი, რომელნიც „ვერ გარყვნან მღილთა და მპარავთა ვერ წარიტაცონ”. სხვა დანარჩენი კი ჟამთა მონაკვეთში მომწყვდეული არასრულყოფილებაა, რომელიც გამუდმებით უნდა სცვალოს და სწვართოს სრულყოფილებისათვის მებრძოლმა, ჟამთა დინებაში შემოჭრილმა განგების ცეცხლმა, ანუ გარდუვალობამ თავისუფალი, პროგრესული ინდივიდუალობების მეოხებით”… (ავტორი გენია.ჯი)
გურამ რჩეულიშვილი