ჯოზეფ ჩემბერლენი “დიდი ბრიტანეთის” შესახებ…
ჯოზეფ ჩემბერლენი (1836-1914 წლები),წარმოადგენდა “ვიქტორიანული ეპოქის” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან ინგლისელ პოლიტოკოსს,რომელსაც “ბრიტანეთის კოლონიების” მინისტრის პოსტი ეკავა 1895-1903 წლებში და იგი ერთადერთი წევრი იყო დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში,რომელსაც არანაირი უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ჯოზეფი შესანიშნავი ორატორული ნიჭის მფლობელი იყო და გამოირჩეოდა განსაკუთრებული იმპერიალისტური ხედვებით.ჯოზეფ ჩემბერლენი წერდა:
“ჩვენი ერის არსებობა ჩვენს სამრეწველო შესაძლებლობებსა და პროდუქციას ეფუძნება.ინგლისი არაა სამიწათმოქმედო ქვეყანა.შესაბამისად მიწათმოქმედება ვერ იქნება ჩვენი კეთილდღეობის მთავარი წყარო.ინგლისი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყანაა.აქედან გამომდინარეობს ერთი დასკვნა: დღეს ვაჭრობა ჩვენი იმპერიის საზღვრებში აუცილებელია ჩვენი განვითარებისათვის.თუკი ეს ვაჭრობა დაკნინდება ან შეწყდება,ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე,შეიძლება ითქვას,რომ ჩვენ მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ ვიქცევით”. (ავტორი გენია.ჯი)