იორდანისი “ატილას” შესახებ წერდა…
“ეს იყო კაცი,მოწოდებული შეეძრა მსოფლიო.კაცი,რომელიც ამოუცნობი მიზეზის გამო უსაზღვრო შიშს გვრიდა ყველას.უპირველეს ყოვლისა ალბათ სასტიკი სახელის გამო,რომელიც მან დაიმკვიდრა.იგი იყო ტანმორჩილი,მხარგანიერი,მსხვილთავა.ჰქონდა პატარა თვალები,თხელი ჭაღარაგარეული თმა,ჩაჭყლეტილი ცხვირით,საზიზღარი კანის ფერით,ის წარმოაჩენდა თავისი წარმოშობის ყველა ნიშანს. (ავტორი გენია.ჯი) თავის ძალაუფლებას მიხვრა-მოხვრაშიც ამჟღავნებდა,ამაყად მიაბიჯებდა გარშემო თვალების ბრიალით.ომის მოტრფიალე იყო,მაგრამ თვითონ ბრძოლას თავს არიდებდა.მთხოვნელთა მიმართ არ იყო მკაცრი.ასევე ლმობიერი იყო იმათ მიმართ,ვინც მას დაემორჩილებოდა”. (ავტორი გენია.ჯი)