იასირ არაფატის “ისტორიული გამოსვლიდან”…
იასირ არაფატი (რომლის სრული სახელი გახლდათ – მუჰამად აბდ არ-რაჰმან აბდ არ-რაუფ არაფატ ალ-კუდვა ალ ჰუსეინი) – წარმოადგენდა პალესტინელი ხალხის ლიდერსა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს.ამასთანავე იგი იყო პალესტინური გასამხედროებული პოლიტიკური ორგანიზაციის – “ფათხის” ლიდერიც (პალესტინის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა). 1994 წელს მას მიენიჭა “ნობელის პრემია” მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისათვის.”გაეროს” მაღალი ტრიბუნიდან 1974 წლის 13 ნოემბერს იასირ არაფატმა წარმოსთქვა ის ისტორიული სიტყვა,რომელმაც მისი პიროვნების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მზარდი გახადა მსოფლიოში.განსაკუთრებით დიდი ინტერესი და მოწონება კი აღნიშნულმა გამოსვლამ მისსავე სამშობლოში – პალესტინაში დაიმსახურა.პალესტინაში დაბრუნების შემდგომ არაფატს,როგორც “ეროვნულ გმირს” ისე დახვდა სრულიად პალესტინის მოსახლეობა. (ავტორი გენია.ჯი) აქვე გაგაცნობთ იასირ არაფატის სიტყვით გამოსვლის იმ მცირე ნაწილს,რომელიც ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე,თუ რატომ დახვდნე მას სამშობლოში “ეროვნული გმირის” რანგში::