გეორგ ზამფირი
გეორგ ზამფირი დაიბადა 1941 წლის 6 აპრილს რუმინეთის ქალაქ გეეშტში.იგი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო რუმინელ მუსიკოსს და შემსრულებელს მრავალი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოებისა,ულამაზესი ჰანგების გამომცემ პან-ფლეიტაზე.თავდაპირველად მისი ინტერესი გახლდათ აკორდეონის შესწავლა,თუმცა 14 წლის ასაკში შეისწავლა პან-ფლეიტა.ჩააბარა ბუქარესტის სამუსიკო აკადემიაში,სადაც სწავლა გაიარა დიდი რუმინელი მუსიკოსის – ფეიკაე ლუკას ხელმძღვანელობით. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაინტერესდა პან-ფლეიტის სხვა ვერსიის შესწავლით,კერძოდ რუმინული ეროვნული სასულე მუსიკალური საკრავის ვარიანტით,რომელსაც “ნაი” ეწოდება და მალე მასზე შესრულების საუკეთესო მუსიკოსადაც იქცა მსოფლიოში.პან-ფლეიტისაგან განსხვავებით “ნაი” 20-30 მილისაგან შედგება და გამოსცემს უნიკალურ ჟღერადობას,რომლითაც მსმენელი იხიბლება.სწორედ ამ მუსიკალურ საკრავზეა შესრულებული ენიო მორიკონეს მიერ დაწერილი მრავალი მუსიკა ფილმებისათვის და მათ შორის ყველასათვის ნაცნობი ფილმისათვის – “ერთხელ ამერიკაში”,რომლის ერთ-ერთ ცნობილ მუსიკასაც სწორედ გეორგ ზამფირი ასრულებს.ფართო პუბლიკის წინაშე გეორგი 1960-იან წლებში წარსდგა,შვეიცარელი მუსიკოსის მარსელო სელეს მხარდაჭერით და თავდაპირველად ასრულებდა რუმინულ ეროვნულ კომპოზიციებს.მისმა ნიჭმა და საშემსრულებლო ტალანტმა იმთავითვე დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.მისი მუსიკის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო,რომ 1980-იან წლებში – გეორგ ზამფირის ერთ-ერთი კონცერტის პირდაპირი ეთერის ტრანსლირება CNN-მაც კი განახორციელა (რაც ერთობ იშვიათი მოვლენაა).პირველი ჯილდო კი მას მოუტანა ყველასათვის ცნობილმა კომპოზიციამ – “მარტოხელა მწყემსი” 1959 წელს და იგი შეასრულა ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის – ჯეიკ ლასტის ორკესტრთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ იგი დიდი მუსიკოსია,წერს ლექსებს და ძალიან კარგად ხატავს კიდეც.მის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნი და რამდენიმე პოეზიის კრებული რუმინეთში იქნა გამოცემული,მოგვიანებით კი უცხოეთშიც.1990 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა მოლდოვას დედაქალაქ – კიშინიოვის “საპატიო მოქალაქედ”.აღსანიშნავია,რომ მისი ვაჟიც საკმაოდ ცნობილი რუმინელი მუსიკოსია.გეორგის მიერ შესრულებული კომპოზიციები ისმის ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში,როგორებიცაა: “ერთხელ ამერიკაში”,”მოკალი ბილი”,”პიკნიკი უმაღლეს კლდეზე” და სხვა ფილმებში.დღევანდელ დღეს გეორგ ზამფირი ცხოვრობს ბუქარესტში და კვლავ აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ ხელოვნებაში.მისი მუსიკა კი თანამედროვე სამყაროშიც უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას ნაიჭებს მსმენელს. (ავტორი გენია.ჯი)
რუმინული ეროვნული სასულე საკრავი – “ნაი”