ჯეიმს I სტიუარტი – “მეფის ძალაუფლების შესახებ”…
შოტლანდიის მეფე - ჯეიმს I სტიუარტი (1394-1437 წლები),რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ ერთ-ერთ საუკეთესო შოტლანდიის მეფედ და პირველ შოტლანდიელ პოეტად – “მეფის ძალაუფლების შესახებ” წერდა:
“…მეფეები არსებობდნენ წოდებების,ან ამ წოდებათა შიგნით ადამიანთა შორის უთანასწორობის,ასევე პარლამენტარებისა და კანონმდებლობის გაჩენამდე… (ავტორი გენია.ჯი)
ნათელია,რომ მეფეა მთელი ქვეყნის უმაღლესი მბრძანებელი და ქვეყანაში მცხოვრები ყველა პირის ბატონი.მას აქვს უფლება განაგოს თითოეული ადამიანის სიცოცხლე და სიკვდილი.სამართლიანი მმართველი არ წაართმევს თავის ქვეშევრდომებს სიცოცხლეს თუ ამას კანონი არ მოითხოვს,თუმცა კანონები,რომელთა ძალითაც ეს სიცოცხლე წაირთმევა,თავად მეფის ან მისი წინამორბედის მიერაა გამოცემული.ამგვარად ძალაუფლება ყოველთვის მეფისგან მომდინარეობს…
საჯაროდ პარლამენტში შემუშავებული კანონები,მეფის ნებით,მისი ძალაუფლებიდან გამომდინარე,შესაძლებელია შერბილდეს ან შეჩერდეს მხოლოდ მეფისთვის ცნობილი მიზეზების გამო…
ამგვარად,როგორც უკვე ავღნიშნე,კარგი მეფე (თუმცა იგი კანონზე მაღლა დგას),თავის ქმედებებს დაუქვემდებარებს და შეათანხმებს კანონთან თავისი ქვეშევრდომებისათვის მაგალითის მისაცემად და მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე,მაგრამ არა იმის გამო,რომ ემორჩილება კანონს და შეზღუდულია კანონით”. (ავტორი გენია.ჯი)