ძველი ისტორიკოსები – “ჰუნების” შესახებ წერდნენ…
“ჩალურსმნულებივით ზიან თავიანთ გაკაჟებულ ცხენებზე… თავდასხმის დროს,ბრძოლას იწყებენ სოლისებური წყობით და თან გულისგამგმირავად ყვირიან.ჰუნები მსუბუქად შეიარაღებულნი,დიდი სისწრაფით წარმოუდგენელი მოძრაობების გაკეთება შეუძლიათ,უცებ მარაოსებურად გაიშლებიან და ირგვლივ ხოცვა-ჟლეტას იწყებენ.საოცარი სისწრაფის გამო მათ დროულად ვერ ამჩნევენ… ისინი სახურავიან ნაგებობებს არასოდეს აფარებენ თავს,პირიქით ისე გაურბიან,როგორც საფლავს.ტანზე აცვიათ ან უხეში სელის ქსოვილი,ან ტყავი.თავზე ბეწვიანი ტყავის ქუდი ახურავთ. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ ჩაცმულს არასოდეს იხდიან,სანამ ტანზე არ შემოაცვდებათ.დღეს და ღამეს ცხენზე ატარებენ,ცხენზე ჭამენ და სვამენ,ცხენის კისერზე თავს ჩამოადებენ და ისეთ ღრმა ძილს მიეცემიან,სიზმარსაც კი ხედავენ.როცა რაიმე სერიოზულ საკითხზე თათბირობენ,მაშინაც კი ცხენზე სხედან.მუდმივი საცხოვრებლის უქონელნი,უსახლკარონი,კანონთა უცოდინარნი და მტკიცე ცხოვრების წესს მიჩვეულნი,მუდმივად მომთაბარეობენ,თითქოს დევნილები იყვნენ.