ალექსანდრე მაკედონელის მსოფლმხედველობა…
“ალექსანდრე… არად აგდებდა არისტოტელეს რჩევას… მოქცეოდა ბარბაროსებს,როგორც მხეცებს და მცენარეებს,რადგან ამით ის ნამდვილად აავსებდა საკუთარ იმპერიას შინაომებით,… საიდუმლო შეთქმულებებით.მას სწამდა,რომ ღმერთებმა ის ამქვეყნად მოავლინეს მსოფლიოში წესრიგისა და მშვიდობის დასამყარებლად.იქ,სადაც სიტყვა არ ჭრიდა,ძალით აერთიანებდა ხალხებს,ცდილობდა მსოფლიოს ყველა ერისათვის ერთ სახელმწიფოში მოეყარა თავი,მეგობრობის სასმისში აერია ყველა წეს-ჩვეულება. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბრძანებით ყველას დედამიწაზე თავის სამშობლოდ,მისი ბანაკი საკუთარ ციხე-სიმაგრედ,ყველა კარგი და კეთილი კაცი ნათესავად,ყველა ნაძირალა კი უცხოტომელად უნდა აღექვა.
მან აკრძალა ბერძნებისა და ბარბაროსების განსხვავება საბრძოლო მოსასხამისა და ტყავის ფარის,ხმილისა და ქარქაშის მიხედვით,რადგან სიქველით იცნობიან ბერძნები,ბარბაროსები კი ბიწიერებით.მაგრამ,სამოსში,საკვებში,ქორწინებასა და სხვა ადათ-წესებში არ უნდა ყოფილიყო განსხვავება,რადგან ყოველივე სისხლითა და საერთო შთამომავლობით უნდა აღრეულიყო.
ალექსანდრე მაკედონელი ამბობდა: “მაგრამ სპარსელებს,რომლებიც ჩვენ დავიპყარით,მე ძლიერ ვაფასებ! ჩემი მოწყალების უტყუარი ნიშანია ის,რომ დამარცხებულებსაც კი არ ვკადრებ ქედმაღლურ ბრძანებას.მე აზიაში მოვედი არა ხალხების ერთიანად ამოსაწყვეტად და არც იმისათვის,რომ ნახევარი მსოფლიო უდაბნოდ მექცია,არამედ იმის მისაღწევად,რომ ჩემგან ომში დამარცხებულებს სანანებელი არ გახდომოდათ ჩემი გამარჯვება. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც იხდიან ისინი თქვენთან ერთად სამხედრო სამსახურს,სისხლს ღვრიან ჩვენი ბატონობისათვის,მათ რომ ქედმაღლურად მოქცეოდნენ,ისინი აჯანყდებოდნენ.ხანმოკლეა ყოველივე მახვილით მოპოვებული,მადლიერება კეთილი საქმეებისთვის მარადიულია,
… მატ (აზიელებს) ადათ-წესებს მაკედონელებსაც ვაჩვევ.ბევრ ერში ვხედავ იმას,რის მიბაძვასაც არ უნდა ვერიდოთ.სხვაგვარად ამოდენა სამეფოს მართვა შეუძლებელია.ჩვენ უნდა მივცეთ მათ რამე და მათგანაც ვისწავლოთ”. (ავტორი გენია.ჯი)