მარგარეტ ჰილდა ტეტჩერის შესახებ წერდნენ…

” – მეგიში 99,5% სრულყოფილებაა და მხოლოდ 0,5% ადამიანური სითბო”.

ალფრედ რობერტსი (ტეტჩერის მამა)
 
” – მამაკაცების თვალში ის ისე გამოიყურებოდა,თითქოს დილის საათებს ყავის სმაში ატარებს,ხოლო საღამოსას – კუტიურებთან.მეგი პირველხარისხოვანი მუშაკია,რომელსაც უნარი შესწევს,შეუსვენებლად იმუშაოს მრავალი საათის განმავლობაში”.
ბოიდ კარპენტერი (ბრიტანელი პოლიტიკოსი)
 
” – აუტანელი დედაკაცია!”
მარგარეტის ერთ-ერთი თანაშემწე
 
” – მისი ხმა სტომატოლოგის საბურღი მანქანასავით ხმაურობდა”
კრის პეტენი (ბრიტანელი პოლიტიკოსი)
 
” ანტიფემინისტების უმრავლესობისათვის იგი იყო ნათელი მაგალითი იმისა,რა შეიძლება მოხდეს,ძალაუფლებას ქალს თუ მისცემ”.
ვუდრო ვატი (პარლამენტარი და მარგარეტის მეგობარი)
 
“მას მერლინ მონროს პირი და კალიგულას თვალები აქვს”.
ფრანსუა მიტერანი (საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი)(ავტორი გენია.ჯი)
 
” – მარგარეტი მტკიცეა,მაგრამ აგრესიულიც”.
ბრიტანელი ჟურნალისტები
 
” – იგი კარგად მიესადაგებოდა საშუალო განათლების ხუთოსნის სტერეოტიპს”.
დიდი ბრიტანეთის განათლების სამინისტროს თანამშრომელი
 
” – მეგის შეუძლია იყოს ფანატიკოსი და ეს ჩვენ საოცრად გვხიბლავს!”
ტეტჩერის თანაშემწე
 
“ტეტჩერი მკვლელია,ის საკუთარ თავში კლავს იდეებს,რეპუტაციას და ადამიანებზე წარმოდგენას; თუ რაიმე საკითხზე შეეკამათეთ,ჩათვალეთ,რომ დაწინაურებაზე არც უნდა იფიქროთ.მას წამებში ექმნება ადამიანებზე წარმოდგენა და შემდეგ არც იცვლის მათ მიმართ დამოკიდებულებას.ხანდახან ვფიქრობდი,რომ ის ყინულისგან არის შექმნილი და იოტისოდენა ადამიანური სითბოც კი არ გააჩნდა”.
ტეტჩერის ერთ-ერთი თანამშრომელი
 
” – არსებობს კი სიმართლის იოტისოდენა მარცვალი იმ ინფორმაციაში,რომ მარგარეტი ნამდვილად ქალია?
- ადამიანია კი საერთოდ მისის ტეტჩერი? ასეც რომ იყოს,ის ყველაზე არაპოპულარული ქალია დიდ ბრიტანეთში!”
გაზეთი “შუნ” (ავტორი გენია.ჯი)
 
” – ის არა მხოლოდ პოპულარული არ არის,არამედ საზიზღარია,შეუწყნარებელი და ამაზრზენი”.
გაზეთი “Evening Standard”
 
” – უდავოდ,ის ძალიან ნიჭიერია,მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობისას მეგი ბულდოზერივითაა.უფრო დახვეწილი მეთოდები მას ბევრად უფრო წაადგებოდა”.
უილი უაიტლოუ (ბრიტანელი პოლიტიკოსი)
 
“საზიზღარი დედაკაცი!!! არასდროს არ გისმენს!!!”
რეჯი მოდლინგი (დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი)
 
“ეცადეთ ამ ქალს პირი დაახურინოთ!”
ბურკ ტრენდი (ოქსფორდისა და ლინკოლნის უნივერსიტეტების რექტორი)
 
“განათლების დარგში ტეტჩერის მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა გაცილებით მეტი შედეგი მოტანა,ვიდრე ლეიბორისტული მთავრობის უნაყოფო ჭინთვებმა”.
ბრიტანული პრესა (ავტორი გენია.ჯი)
 
” – ის მთელი ათწლეულით დაგვხევს უკან.იგი თითქოს მარსიდანაა ჩამოფრენილი! არა,ოღონდ ის არა!”
ბრიტანელი პოლიტიკოსების ნაწილი (არჩევნების წინ)
 
“ვერ წარმოიდგენ რა საშინელებაა ამ ქალის გვერდით ყოფნა.კერძო საუბრებში მეგი ხშირად იზიარებდა სხვის აზრს,მაგრამ საქმე საკუთარი სიმართლის დაცვაზე რომ მიდგებოდა,არავის უსმენდა და თავის იდეებს ჯიქურ გიტენიდა თავში.მე ვთრთი,როდესაც მეგი თავის ცოდნასა და კომპეტენტურობას ამჟღავნებს”.
უილი უაიტლოუ
 
” – ტეტჩერს იდეების არ სწამს,მას სწამს რწმენის”.
ჯონათან რებანი (ინგლისელი მწერალი)
 
” – ტეტჩერი სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრად ხედავს.მის რისხვას არ აქვს საზღვარი,როდესაც ადამიანები მისი მსოფლმხედველობის სურათის შეცვლას რუხი ფერის დამატებით ცდილობენ.მარგარეტი გულწრფელად ამბობს იმას,რასაც გიქრობს და გაბედულად იბრძვის იმისათვის,რაც სწამს.ეს ყოველთვის მისი პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშანი იყო,რაც თავისთავად რევოლუციურს ნიშნავს”.
პენი ჯუნორი (ინგლისელი ჟურნალისტი)
 
” – ღმერთო! ის ხომ ზუსტად იქცევა,როგორც ჩემი ცოლი! მისნაირი სახლშიც მეყოფა! ამას უნდა ანდო ქვეყნის მართვა? არავითარ შემთხვევაში”.
ერთ-ერთი ამომრჩეველი (არჩევნების წინ) (ავტორი გენია.ჯი)
 
” – სამხედრო თვალსაზრისით მარგარეტი იდეალური პრემიერია.გჭირდებათ გადაწყვეტილება? – ინებეთ”.
ლევაინი (ფოლკლენდის კუნძულების ომის დროს)