ჰუანაკო
ჰუანაკო - ლათინურად “Lama guanicoe”,წარმოადგენს ძუძუმწოვარ ცხოველს ლამასებრთა სახეობის,აქლემისებრთა ოჯახისა.პირველად აღნიშნული ცხოველის შესახებ ევროპელებს ინფორმაცია მიაწოდა დიდმა ესპანელმა გეოგრაფმა,სასულიერო პირმა და ისტორიკოსმა – პედრო სესა დე ლეონმა (1518-1554 წლები),თავის მეირ 1553 წელს დაწერილ უმნიშვნელოვანეს წიგნში “პერუს ქრონიკები”.გამოირჩევიან სხეულის მსუბუქი ფორმის აგებულებით და პროპორციებით ანტილოპასა და ირმის სახეობებს მოგვაგონებენ.გააჩნიათ გრძელი კისერი,რომელიც ერთგვარ ბალანსირებას უკეთებს მას სირბილისა და სიარულის დროს. (ავტორი გენია.ჯი) მისი სიგრძე 120 სამტიმეტრიდან – 175 სანტიმეტრამდეა,კუდის სიგრძე 15 სანტიმეტრიდან – 25 სანტიმეტრამდე,სიმაღლით 90 სანტიმეტრიდან – 130 სანტიმეტრამდე არიან,ხოლო წონით 115 კილოგრამიდან – 140 კილოგრამამდე.თავად სახელწოდება “ჰუანაკო”,მომდინარეობს კეჩუას ხალხის ენიდან,რომლებიც მას მოიხსენიებდნენ,როგორც “wanaku”. (ავტორი გენია.ჯი) მათი გავრცელების ძირითადი არეალი მოიცავს პერუს,ჩილეს და არგენტინიდან – ცეცხლლოვან მიწებამდე ტერიტორიებს (ძირითადად ანდების მაღალ მთიანეთს).მცირე რაოდენობით არიან გავრცელებული პარაგვაიში.ჰუანაკოები – მოყვარულები არიან პამპასას (სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული სტეპები),ნახევრადუდაბნოების და მაღალი მთიანი ადგილებისა.შეუძლიათ იარსებონ ზღვის დონიდან 4000 მეტრს სიმაღლის მთებზე.გამოირჩევიან საკმაოდ სწრაფი სირბილით,რა დროსაც 56 კილომეტრ საათის სისწრაფის განვითარება შეუძლიათ და მათი სისწრაფე ჰუანაკოების თავდაცვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მტაცებლებისაგან.მათი უმთვარესი მტრები ბუნებაში გახლავთ მგლები,გარეული ძაღლები და პუმა.იკვებებიან ბალახით და საკმაოდ დიდხანს შეუძლიათ წყლის გარეშე დარჩენა.მაკეობის პერიოდი გრძელდება 11 თვის მანძილზე და ბადებენ ერთ პატარას,იშვიათ შემთხვევებში ორსაც.პატარები 4 თვემდე დედის რძით იკვებებიან და ორი წლის მანძილზე მშობლებს არ სცილდებია. (ავტორი გენია.ჯი) შემდეგ კი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.აღსანიშნავია,რომ ბუნებაში ჰუანაკო 20 წლამდე ცოცხლობს,ხოლო ტყვეობაში (ზოოპარკებში) 28 წლამდე.ჰუანაკოს სახეობა ძალიან სწრაფი ტემპით მცირდება,რისი მიზეზიც ადამიანის მიერ მასზე ნადირობაა (აქვთ შესანიშნავი ბეწვი და საკვები ხორცი),ამის გამო ჩილესა და პერუში მათზე ნადირობა მკაცრად იკრძალება და მათ ოფიციალურად იცავს სახელმწიფო.