“ტრელები” - წარმოადგენდა ტერმინს ვიკინგების ეპოქაში,რომელიც გამოიყენებოდა სკანდინავიურ საზოგადოებაში,ერთ-ერთი უმდაბლესი სოციალური სტატუსის მქონეთა აღსანიშნავად და ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ “მონებს”. (ავტორი გენია.ჯი)ისინი წარმოადგენდნენ უმდაბლეს სოციალურ ფენას და ამ სტატუსის მატარებელ ადამიანებს გამოიყენებდნენ სხვადასხვა მძიმე სამუშაოებისათვის და ხშირ შემთხვევებში ხორციელდებოდა მათზე “სექსუალური” ძალადობაც.ქალი მონები მოიხსენიებოდნენ,როგორც – ტირი ანუ ამბატი,რომლებიც ინტერპრეტაცია გახლდათ “ტრელებისა” და ისინი ერთნაირი სოციალური სტატუსის მქონენი იყვნენ,შესაბამისად საერთო ჯამში ისინი ყველანი (ქალებიც და მამკაცებიც) – “ტრელები” იყვნენ.თავდაპირველად აღნიშნული ტერმინი მოხსენიებულ იქნა რომაელი ისტორიკოსის – ტაციტუსის მიერ 98 წელს.თავად სიტყვა “ტრელი”,მომდინარეობს ძველბერძნული სიტყვიდან და აღნიშნავდა – ადამიანს ჯაჭვებში ანუ მონობაში მყოფს.აღსანიშნავია,რომ “ტრელად” ადამიანი ხდებოდა ოთხ შემთხვევაში:
1. ნებისმიერი ადამიანი თავისი ნებით “ტრელი” ხდებოდა იმ შემთხვევაში,თუ კი იგი შიმშილისა და გაჭირვების გამო,რომელიც მას სიკვდილს უქადდა,ერთადერთ გამოსავლად სიცოცხლის შენარჩუნებისა მონობას მიიჩნევდა,რათა შიმშილით არ მომკვდარიყო;
2. როდესაც ადამიანი ვალს აიღებდა და ვერ მოახერხებდა მის დაფარვას;
3. ადამიანი აყვანილი ტყვედ და შემდეგ შესყიდული ვინმეს მიერ;
4. თუ კი ადამიანი დაიბადებოდა “ტრელების” ოჯახში,იგი უკვე მომავალ “ტრელს წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა,რომ “ტრელები” ნებისმიერ შემთხვევაში მონებს წარმოადგენდნენ,ზემოთ აღნიშნული პირველი ვარიანტი მაინც ყველაზე სამარცხვინოდ მიიჩნეოდა და ხშირად იკრძალებოდა კიდეც,თუმცა მაინც მალულად იყო ასეთი შემთხვევები.სკანდინავიელებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდა “ტრელების” ეროვნებას,რელიგიას და საერთოდ მათ წარმომავლობას.ცნობილია,რომ “ტრელებს” შეეძლოთ დროთა განმავლობაში თავისუფლების მოპოვება და ასეთ განთავისუფლებულებს მოიხსენიებდნენ,როგორც – “ლეისინგები”.ისევე როგორც “ტრელად” გახდომის ოთხი მეთოდის არსებობისა,”ლეისინგად” ქცევაც ოთხი მეტოდით იუო შესაძლებელი:
1. თუ კი თავიანთი ბატონისაგან გამოისყიდიდა თავს თანხით (იშვიათი შემთხვევა);
2. თუ კი შეისყიდიდა მას მესამე პირი განთავისუფლების მიზნით (იშვიათი შემთხვევა);
3. თავისი ბატონის კეთილი ნებით განთავისუფლება (დიდი ხნის ერთგული მომსახურეობის გამო); (ავტორი გენია.ჯი)
4. თუ კი “ტრელი” ბრძოლაში ან სხვა პერიოდში მოკლავდა ქვეყნის გარეულ მტერს. (ავტორი გენია.ჯი)