უილიამ შექსპირი – “სონეტი XVII”

მე შენს ღირსებებს ლექსით ვაქებ ნეტავი ვისთვის?

ვინ დამიჯერებს და რას ვიტყვი ნეტავი ახალს?

ეგებ წარწერას გითხზავ მხოლოდ საფლავის ქვისთვის,

სადაც მნახველი ღირსებათა ნარჩენსღა ნახავს.

***

მე რომ შენს თვალებს შევადარე მზე,სხივოსანი,

მრავალთაგან რომ შენში ვპოვე სრულყოფილება,

ეგებ თქვან ჩემზე მომავლებმა – შეცდა მგოსანი,

ზეციერად რომ მიიჩნია მიწის ქმნილება.

***

ეგებ დრო-ჟამით გაყვითლებულ ჩემს წიგნს მავანმა,

ვერც კი გაუგოს,ტყუი-მართლის მთქმელი ვინ არი,

ყალბი უწოდოს შენს მშვენებას შთამომავლებმა,

ლექსებს – კი ძველი სიმღერების ნაცოდვილარი.

***

და თუ მომავალს დაუტოვე სახსოვრად შვილი,

ჩემს ლექსთან ერთად,ორ სიცოცხლეს შეგძენს ეს წყვილი.