იცით თუ არა,რომ

1. გენიალურმა იტალიელმა საოპერო მომღერალმა (ტენორმა) – ენრიკო კარუზომ (1873-1921 წლები),მისი დიდებული კარიერის მანძილზე 7-ჯერ გაიკეთა “ხმის იოგების” ოპერაცია.

2. ძველი აცტეკები “თამბაქოს”,ღვთაება “ციხუატოაკლის” განსახიერებად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ,რომ მისი სხეული მხოლოდ თამბაქოსაგან შედგებოდა.

3. სიტყვა “ციფრი” – არაბული წარმოშობისაა.მათ ძველი ინდოელებისაგან ამ სიტყვის აღმნიშვნელი პირველი სიტყვა “სუნია”,თავისებური ინტერპრეტაციით თარგმნეს და უწოდეს “სიფრი” ანუ “ციფრი”,რაც შემდგომში მთელ მსოფლიოში გავრცელდა. (ავტორი გენია.ჯი)

4. პირველი შეგრძნება,რომელიც ახალშობილს უნვითარდება,გახლავთ შეხების შეგრძნება.

5. სიმბოლო – &,თავდაპირველად ინგლისური ანბანის შემადგენლობაში იყო,თუმცა დღესდღეობით იგი აღარ არის ინგლისური ანბანის შემადგენელი ნაწილი და მას მოიხსენიებენ,როგორც “ამპერსენდი”.

6. ადოლფ ჰიტლერის უასაყვარლეს ყვავილად “ედელვაისი” მიიჩნეოდა,რადგან მას ყველასათვის მიუწვდომელ მცენარედ მიიჩნევდა.

7. მიუხედავად იმისა,რომ მაგიდის ჩოგბურთი (პინგ-პონგი)ჩინელთათვის ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობადაა მიჩნეული და ისინი ყველაზე ძლიერ მოთამაშეებადაც მიიჩნევიან მსოფლიოში,იგი ინგლისელების მიერ იქნა გამოგონებული და სახელიც მათ უწოდეს,კერძოდ 1901 წელს ინგლისელმა ჯონ ჯაკვესმა,დაარეგისტრირა იგი სახელწოდებით “პიგ-პონგი”.

8. მრავალი ისტორიკოსი,ფეხბურთის სამშობლოდ – ჩინეთს მიიჩნევს და ირწმუნებიან,რომ ჩინელები ბურთს ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 1000 წელს თამაშობდნენ.

9. ჩინეთში სამგლოვიარო ფერი – “თეთრი ფერია”. (ავტორი გენია.ჯი)

10. ყველაზე უძველესი (მოქმედი) სასახლე,სადაც მეფეები და დედოფლები კვლავ ცხოვრობენ და მათ სამეფო რეზიდენციას წარმოადგენს,გახლავთ – “უინძორების სასხლე” ბრიტანეთში,რომლის ასაკიც – 900 წელიწადია.