ბასიო მაცუო – “რამდენიმე ჰაიკუ”

ალუბლის თვალწინ

ღრუბლის კვამლში

ჩაიძირა ეული მთვარე.

***

ღრუბლები გამოჩნდა

და მისცა კაცს მთვარის ყურებისაგან

დასვენების შანსი.

***

ჭრიჭინობელას ტირილში

არცერთ ნიშანს არ შეეძლო ეწინასწარმეტყველა

რა უცებ უნდა მომკვდარიყო.

***

ფუძის ნიავო,

ძვირფას ქვასავით

მარაოთი წაგიღებ სახლში.

***

ცოტასაც ვივლი

და შევისვენებ,

შორეული ღრუბლების მიღმა.

***

შეცვლილ სახეებზე

ჩემი სიბერე წავიკითხე.

ჩირი ყოფილა ყველაფერი.

***

ნავით მივცურავ

აყვავებულ ალუბლებისკენ,

ნაპირზე მხოლოდ ტირიფებია!

***

აჩურჩულდნენ ქრიზანთემები:

გადაივიწყეთ

მიხაკების ცხელი დღეები.

***

უშნო იყავი,

ისიც ლამაზია ზამთრის დილას,

უმანკო თოვლზე.

***

ამ მბზინავ ლუკმებს

გემო აქვთ სევდის.

არ დაგავიწყდეთ.

***

გვიან შემოდგომაზე

მომავლის სჯერა

მწვანე მანდარინს.

***

მთვარის ციალში

ბრბოს აღარ შერჩა

აღარცერთი ლამაზი სახე.

***

ასგზის კეთილშობილია,

გაელვებისას ვინც არ იტყვის:

“ესა ყოფილა ჩვენი სიცოცხლე”.