პაბლო რუის ი პიკასო – “გოგონა ბურთზე”

“გოგონა ბურთზე” - წარმოადგენს ტილოს,დახატულს 1905 წელს გენიალური ესპანელი ხატვრისა და სკულპტორის - პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),მიერ.აღნიშნული ტილო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სურათს – პიკასოს მხატვრობის ერთ-ერთი შემოქმედებითი პერიოდისა,რომელსაც “ვარდობის” სახელით მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახულია ორი აკრობატი.ფაქტიურად ტილოს უდიდესი ნაწილი ამ ორ აკრობატს უკავია,რომლებიც რეპეტიციას გადიან საცირკო წარმოდგენის ერთ-ერთი ნომრისა.გოგონა,რომელიც ბურთზე დგას,ბალანსირება გაუწიოს საკუთარ სხეულს,რათა შეინარჩუნოს ბურთზე დგომის სცენა,ხოლო მეორე პერსონაჟი,ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი კი მის ისახლოვეს კუბის ფორმის საგანზე ზის და აკონტროლებს გოგონას მოქმედებებს.ბურთი და კუბი საციროკო ხელოვნების ატრიბუტებია და ამგვარადვე სინთეზშია ისინი ერთად წარმოდგენილი.სურათი ერთგვარად გამოხატავს დრამატულ სიუჟეტს,რაც ამ კომპოზიციის უმთავრესი მოტივია.მათ უკან კი გამოსახულია პეიზაჟი,სადაც გამოსახულია ბავშვის,ქალის,ძაღლისა და თეთრი ცხენის სილუეტები.აღნიშნული აკრობატები კი წარმოადგენენ “მოხეტიალე ცირკის” მსახიობებს.გოგონა კი საკმაოდ გრაციოზული ფორმებით ცდილობს ბურთზე დგომის შენარჩუნებას.პიკასოს გენალური ნამუშევარი “გოგონა ბურთზე” – 1913 წელს პარიზში შეიყიდა რუსმა ხელოვნების მოყვარულმა და მეწარმემ – ივანე მოროზოვმა,რომელმაც იგი რუშეთში ჩაიტანა და დღემდე დაცულია “ალექსანდრე პუშკინის სახვითი ხელოვნების,სახელმწიფო მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)