იან გოსარტი – “მაბიუზი”
იან გოსარტი დაიბადა 1479 წელს,საფრანგეთის ქალაქ მაბიოჟში.მისი ზედსახელი “მაბიუზი” სწორედ ამ ქალაქის სახელთან არის დაკავშირებული.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ნიდერლანდელ მხატვარს,გრაფიკოსსა და ხის ჩუქურთმების ოსტატს.არის მოსაზრება,რომ მან ხატვა დიდი ნიდერლანდელი მხატვრის – ჰერარდ დავიდის ხელმძღვანელობით შეისწავლა.1502 წელს მიიღეს წმინდა ლუკას გილდიაში (ანტვერპენი),თუმცა მანამდე 1499 წელს იმოგზაურა ინგლისში,სადაც ძირითადად დაკავებული იყო პორტრეტული ჟანრის ტილოების შექმნით. (ავტორი გენია.ჯი) მისმა გენიალურმა სამხატვრო ნიჭმა დიდი ყურადღება დაიმსახურა,როგორც სახვითი ხელოვნების მოყვარულებში,ასევე მისი შემოქმედებით დაინტერესება გამოხატა ფილიპე ბურგუნდიელმა (ფილიმე III-ის უკანონო შვილი) და მისი სასახლის კარზე იქნა მიწვეული.მაბიუზი – ფილიპეს რომსი მოგზაურობის (1508-1509 წლები),თან ახლდა.მომდევნო წლებშიც იგი აქტიურად იყო ჩართული ფილიპეს სასახლის კარზე სხვადასხვა სასახლეების მოხატვით ანტვერპენსა და მიდელბურგში.გარდა ამისა იღებდა შეკვეთებს ჰარბსბუგთა ოჯახისაგან.როგორც ისტორიული წერილობითი წყაროებიდან ვგებულობსთ,მის მიერ იქნა შექმნილი,გერმანიის მეფის – კარლ V-ეს და მისი დის – ელეონორა პორტუგალიელის პორტრეტები.მალევე უტრეხტის ეპისკოპოსის მიწვევით მასთან გადადის Duurstede-ს სასახლეში და მისი დეკორაციებით მოწყობაში იღებს მონაწილეობას.მან შთაუნერგა საკუთარ მოსწავლეს – იან ვალ სკოლერს,ემოგზაურა ევროპის მასშტაბით და გაეცნო სხვადასხვა ქვეყნების კულტურა,ხელოვნება და მათი ისტორია.ცნობილია,რომ თავადც დიდად მოყვარული გახლდათ მოგზაურობის და არაერთი სურათი დაუხატავს მოგზაურობის პერიოდშჳ,მაგალითად იტალიასი ყოფნისას შექმნა ტილო “მოგვთა თაყვანისცემა”,ინგლისში მოგზაურობისას – “პორტრეტი ჰენრიხ VII-ეს ბავშვების” და სხვა.ასევე მოხატული აქვს რამდენიმე ეკლესია.მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია,ისეთ უდიდეს გერმანელ მხატვარზე,როგორიც იყო – ალბრეხტ დიურერი.თავად იანზე კი დიდი გავლენა იქონია – ლეონარდო და ვინჩის,მიქელანჯელოსა და რაფაელის უკვდავმა შემოქმედებამ. (ავტორი გენია.ჯი) მაბიუზი მიიჩნევა ნიდერლანდური ფერწერაში “რომანტიზმის” ფუძემდებლად XVI საუკუნეში.იან გოსარტი გარდაიცვალა 1541 წლის 1 ოქტომბერს,ბელგიის ქალაქ ანტვერპენში.მისი ტილოები კი დრესაც ამშვენებს მსოფლიოს უდიდესს მუზეუმებს ლონდონში ბელგიაში,გერმანიაში,ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში.