სტივენ ალან სპილბერგის “მაღალი ზნეობრივი საქციელი”

გენიალური ამერიკელი კინორეჟისორის - სტივენ ალან სპილბერგის,მიერ 1993 წელს გადაღებულმა “კინო-შედევრმა” - “შინდლერის სია”,მსოფლიო კინემატოგრაფიაში წარუშლელი კვალი დატოვა და დღემდე მას გულგრილად ვერავინ უყურებს.ფილმის სიუჟეტმა,მასში მოყვანილმა ამაზრზენმა ისტორიებმა,მსახიობების დიდებულმა თამაშმა (შესაძლოა ფილმში მონაწილე მსახიობები,თამამად მოვიხსენიოთ,როგორც “დიდებულ მსახიობთა კოჰორტა” – ლიამ ნისონი,ბენ კინგსლი,რეიფ ფაინსი,ემბერტ დევიტსი და სხვები) და რეჟისორის უზადო საშემსრულებლო ოსტატობამ,სამარადჟამოდ დაუმკვიდრა ღირსეული ადგილი მას დღემდე გადაღებულ კინო-შედევრებს შორის. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელი მონაცემებით “შინდლერის სია” მსოფლიო ათ საუკეთესო ფილს შორის,მეშვიდე ადგილზეა კინო-კრიტიკოსთა შეფასებით.აღნიშნულმა ფილმმა “ოსკარის” შვიდ ნომინაციაში გაიმარჯვა,რაც მხოლოდ ერთეულ ფილმებს ხვდათ წილად.ოსკარი მიენიჭა ფილმის გენიალურ რეჟისორს და პროდიუსერს – სტივენ სპილბერგს,საუკეთესო რეჟისურისათვის.ცნობილია,რომ ფილმა არა მარტო უდიდესი აღიარება,არამედ ძალიან დიდი ფინანსური მოგებაც მოიტანა,თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის,ის რომ ლეგენდარულმა – სტივენ ალან სპილბერგმა,ამ ფილმისათვის მისაღებ ძალიან დიდ “ჰონორარის” მიღებაზე დიდსულოვნად,სასტიკი უარი თქვა და ოფიციალურად განაცხადა,რომ არ აპირებდა “სისხლიანი ფულის” აღებას,რადგან იგი სულითა და გულით უთანაგრძნობდა “ჰოლოკოსტის” მსხვერპლთ.ამასთანავე სპილბერგმა თავაზიანი უარი თქვა,თავად მიეღო ნებისმიერი პრიზი (ეხება “ოსკარსაც”),დაწესებული და მინიჭებული ამ უნიკალური ფილმისათვის.ამ საქციელით იგი დაფასდა არა მარტო როგორც დიადი რეჟისორი,არამედ როგორც “შესანიშნავი ზნეობრივი გრძნობების და დიდი სულის” მატარებელი ადამიანი.მისი პოპულარობა კი ერთი-ათად გაიზარდა. (ავტორი გენია.ჯი)

სტივენ ალან სპილბერგი