ა.შ.შ-ის შტატების – არაოფიციალური “ლოზუნგები”

ამერიკის შეერთებული შტატების ყოველ შტატს თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია.ამასთანავე თითოეულ შტატს გააჩნია თავისი კანონები და ოფიციალური დევიზები,თუმცა აღსანიშნავია,რომ მათ უმეტესობას გააჩნია არაოფიციალური,თუმცა საკმაოდ საინტერესო ლოზუნგები,რომელთა ნაწილსაც ამავე პოსტში შემოგთავაზებთ:

ალაბამას შტატი - ოფიციალურ ზედსახელად მოიხსენიებენ,როგორც “კამელიების შტატი” (Camelia State),აღნიშნული შტატის არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: “ეხლა ჩვენ უკვე გვაქვს ელექტროენერგია”.როგორც ცნობილია – ალაბამას შტატი ყველაზე “ჩამორჩენილ” შტატადაა ცნობილი და შესაბამისი ლოზუნგიც მოუძებნა ადგილობრივმა მოსახლეობამ. (ავტორი გენია.ჯი)

ალიასკის შტატი - ოფიციალურ ზედსახელად მოიხსენიებენ,როგორც “უკანასკნელი საზღვარი” (The Lalt Frontier).შტატის არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: “შეუძლებელია 10 000 ესკიმოსი შეცდეს”.როგორც ცნობილია,აღნიშნულ შტატში მოსახლეობის უმრავლესობას ადგილობრივი ესკიმოსები შეადგენენ. (ავტორი გენია.ჯი)

არიზონას შტატი - ოფიციალური ზედსახელი გახლავთ “დიდი კანიონების შტატი” (Grand Canyon State).აღნიშნული შტატი ცნობილია ულამაზესი კანიონებით,რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს და ამასთან ცნობილია მაღალი ტემპერატურით.მისი არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: “ცხელა,ჰაერი დახუთულია”.

კოლორადოს შტატი - ოფიციალურ ზედსახელათ მოიხსენიებენ,როგორც “ასწლოვანი შტატი” (Centennial State).შტატის არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: “თუ კი არ იცი თხილამურებით სეირნობა – არ ღირს ჩამოსვლა”.როგორც ცნობილია,კოლორადოს შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში,განთქმულია თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით.

დასავლეთ ვირჯინიის შტატი - ოფიციალურ ზედსახელად მოიხსენიებენ,როგორც “მთიანი შტატი” (Mountain State).აღნიშნული შტატის არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: “ერთი დიდი ბედნიერი ოჯახი… ჩვენ ამას მთელი სერიოზულობით ვაცხადებთ”. (ავტორი გენია.ჯი)

მასაჩუსტესის შტატი - ოფოციალურ ზედსახელად მოიხსენიებენ,როგორც “შტატი ყურეზე” (Bay State),ასევე მოიხსენიებენ მეორე ზედსახელით “ძველი კოლონია” (Old Colony).აღნიშნული შტატის არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: “ჩვენი გადასახადები უფრო მაღალია,ვიდრე შვედეთისა”.

მისისიპის შტატი - ოფიციალური ზედსახელი გახლავთ “მაგნოლიების შტატი” (Magnolia State).შტატის არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: “გვეწვიეთ ჩვენ და თქვენ გაიგებთ თუ რამდენად კარგია თქვენი შტატი”. (ავტორი გენია.ჯი)