“ლუგალი”
“ლუგალი” (შუმერულ ენაზე ითარგმნებოდა,როგორც “დიდი ადამიანი”) – თავდაპირველად წარმოადგენდა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უძველესი “შუმერული ცივილიზაციის” ტიტულს – სამხედრო ბელადისა,რომელსაც შუმერთა “სახალხო საბჭოები” ირჩევდნენ ომების პერიოდში,რათა სათავეში ჩადგომოდა შუმერების შეიარაღებულ ძალებს.ამ მიზეზთა გამო,ასეთ ადამიანად ირჩევდნენ მამაცს,სამხედრო სტრატეგიაში კარგად გათვითცნობიერებულ და სამშობლოს მოყვარულ ადამიანებს.მოგვიანებით “ლუგალებს” არა მარტო ბრძოლების პერიოდში ირჩევდნენ,არამედ მშვიდობიან პერიოდებშიც ერთგვარ აუცილებლობად იქცა მათი არსებობა.შესაბამისად აღნიშნული ტიტულის მატარებელი ადამიანები,დიდი ძალაუფლებით და პრივილეგიებით სარგებლობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად ტიტული “ლუგარი” ძალაუფლების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა,რის შედეგადაც ძვ.წ.აღ-ით 2900 წლის შემდეგ “ლუგარები” შუმერთა ცივილიზაციის და მათი ქალაქ-სახელმწიფოების პრაქტიკულ მეფეებადაც კი იქცნენ,ხოლო მათი ძალაუფლება შთამომავლობიდან-შთამომავლობას გადადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულიდან გამომდინარე შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების მმართველებს არა მეფეებს,არამედ “ლუგალებად” მოიხსენიებდნენ.