ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ეპიზოდი”
გერმანელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი -ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები),მისი მოღვაწეობის მანძილზე,მიუხედავად მრავალი “ბრწყინვალე” მუსიკალური ნაწარმოების შექმნისა,მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ოპერის ავტორია.ოპერას სახელწოდებით “ფიდელიო” ჰქვია და მისი დაწერა – ლუდვიგმა 1803 წელს დაიწყო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ კომპოზიტორმა,აღნიშნული ოპერა – 11 წლის მანძილზე მრავალჯერ გადააკეთა და მასში ბევრი ცვლილებაც შეიტანა.ფართო პუბლიკისათვის “ფიდელიოს” პირველი წარმოდგენა,მხოლოდ 1805 წლის 20 ნოემბერს განხორციელდა ვენის სახელმწიფო თეატრში,თუმცა მისი თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ “ლეონორა”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ ოპერამ თავდაპირველად ვერანაირი წარმატება ვერ მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) ოპერის მეორე ვერსია წარმოდგენილ იქნა 1806 წლის 29 მარტს,ამავე თეატრში,ხოლო საბოლოო სახით იგი წარმოდგენილ იქნა 1814 წლის 23 მაისს “კერტნერტორის თეატრში”,მაშინ როდესაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი უკვე სმენადაკარგული იყო და დიდ დეპრესიაში იმყოფებოდა.ოპერა “ფიდელიოს” საბოლოო ვერსიამ კი ყველა აღფრთოვანებაში მოიყვანა და დღესაც მრავალი საოპერო თეატრების სცენებზე დიდი წარმატებებით იდგმება. (ავტორი გენია.ჯი)