ნზინგა ნკუვუ – (ჟუან კონგო I)
ნზინგა ნკუვუ - იგივე ჟუან კონგო I,ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც ჟუან I კონგოლეზიელი,წარმოადგენდა რიგით მეოთზე (სხვა მონაცემებით მეხუთე) მმართველს შაუსაუკუნეების კონგოს სამეფოსი.მისი მეფობის პერიოდი გახლდათ 1470-1509 წლები და იგი იყო პირველი ოფიციალური “ქრისტიანი მეფე”,იმ დროინდელი ეკვატორული აფრიკის ქვეყნებისა.ნზინგამ,პირველმა დაამყარა კონტაქტი პორტუგალიელ მეზღვაურებთან,რომელთაც სათავეში უდგა ცნობილი პორტუგალიელი ზღვაოსანი – დიოგუ კანა (1440-1486 წლები).ამ კონტაქტის შედეგად კონგოელებმა “გაცხოველებული” ვაჭრობა დაიწყეს პორტუგალიელებთან და თუ კი ისინი ძირითადად,მათთვის უახლეს და უცნობ ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობდნენ,სამაგიეროდ პორტუგალიელებს ქვეყნიდან გაჰქონდათ ოქრო,სპილოს ძვლის ნაწარმი და გაჰყავდათ მონები.1491 წლის 3 მაისს – ნზინგა და მისი ოჯახი “ქრისტიანულ რელიგიაზე” მოექცა და სარწმუნოებით კათოლიკე ხდება. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამის შემდგომ მიენიჭა მას სახელი – ჟუანი,მის მეუღლეს – ელეონორა,ხოლო ვაჟს – აფონსუ.აღსანიშნავია,რომ ასმივე სახელი წარმოადგენდა იმ პერიოდის პორტუგალიის მეფის,მისი მეუღლისა და ვაჟის სახელებს.მიუხედავად მისი გაქრისტიანებისა,იგი ფორმალურად კვლავ თავის ტრადიციულ რელიგიას მისდევდა,თუმცა იმისათვის,რომ ევროპელები მოეზიდა და მათთან ვაჭრობა უფრო მომგებიანი ყოფილიყო,მათი გულის მოგება ამ მეთოდით სცადა.აღსანიშნავია ისიც,რომ მან დიდი წვლილი დაიდო ქრისტიანი მისიონერების მოგზაურობაში კონგოს სამეფოს მასშტაბით.რის გამოც საკმაოდ გონიერი მმართველის სახელიც დაიგდო.ნზინგა ნკუვუ გარდაიცვალა 1509 წელს და მისი გარდაცვალების შემდგომ დაიწყო შეტაკებები,ადგილობრივი რწმენისა და ქრისტიანებს შორის,რომელიც ქრისტიანთა გამარჯვებით დასრულდა.ამან კი შედეგად,კონგოს სამეფოს სამხრეთი ნაწილის ეგრეთწოდებულ “პორტუგალიის ანგოლის” შემადგენლობაში,ხოლო ჩრდილოეთ ნაწილის კი “ბელგიის კონგოს” შემადგენლობაში შესვლა განაპირობა. (ავტორი გენია.ჯი)