“ადელანტადო”
“ადელანტადო” - ესპანურ ენაზე “adelantado”,წარმოადგენდა იმ კონკისკადორთა “ტიტულს” (კოლონიალური ესპანეთისა),რომლებიც ესპანეთის მეფის ბრძანებით მიემგზავრებოდნენ შორეულ მოგზაურობაში,რათა აღმოეჩინათ,დაეპყროთ და გამოეკვლიათ ის ქვეყნები,რომლებიც ესპანეთის შორეულ საზღვრებს გარეთ მდებარეობდა.შესაბამისად ამ ტიტულით ჯილდოვდებოდნენ ისინი ვინც პირველ აღმოჩენას,კვლევასა და დაპყრობას მოახერხებდა ამა თუ იმ შორეული ქვეყნისა და ამიტომ ეს ტიტული საკმაოდ დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი “ზღვაოსანი ადელანტადოები”,რომელთაც ეს ტიტული მიენიჭათ,გახლდათ – ქრისტეფორე კოლუმბის ძმა – ბართოლომეო და მისი ვაჟი – დიეგო.ბიმინის (ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი რაიონი),პირველი ადელანტადო გახლდათ – ხუან პონსე დე ლეონი (1460-1521 წლები),რომელმაც პირველმა დააარსა ევროპული (ესპანური) დასახლება პუერტო-რიკოზე.სამხრეთის ზღვის პირველი “ადელანტადო” გახლდათ – ვასკო ნუნიეს დე ბალბოა (1475-1519 წლები),რომელმაც პირველმა დააარსა ქალაქი ამერიკის ტერიტორიაზე და პირველი ევროპელი,რომელმაც იხილა “წყნარი ოკეანე” ამერიკის მხრიდან. (ავტორი გენია.ჯი) პერუს პირველი “ადელანტადო” გახლდათ – ფრანსისკო პისარო (1475-1541 წლები),რომელმაც დააარსა,პერუს დრევანდელი დედაქალაქი – ლიმა და დაიპყრო ინკების იმპერია.ჩრდილოეთ ამერიკის პირველი “ადელანტადო” გახლდათ – ერნანდო დე სოტო (1498-1542 წლები),რომელიც პირველი ევროპელი იუო,რომელმაც გადკვეთა მდინარე მისისიპი და შევიდა თანამედროვე ამერიკის ტერიტორიის სიღრმეში.ჩილეს პირველი “ადელანტადო” გახლდათ – დიეგო დე ალმაგრო (1475-1538 წლები),რომელმაც დაიპყრო პერუ.ფილიპინების პირველი “ადელანტადო” გახლდათ – მიგელ ლოპეს დე ლეგასპი (1502-1572 წლები),რომელმაც ფილიპინების ისტორიაში ისეთივე როლი ითამაშა,როგორიც კორტესმა მექსიკის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)