სოფონისბა ანგისოლა
სოფონისბა ანგისოლა - დაიბადა,დაახლოებით 1532 წელს,იტალიის ქალაქ კრემონაში (ლომბარდია).იგი გახლდათ გამოჩენილი იტალიელი მხატვარი და პირველი ცნობილი ფერმწერი ქალი რენესანსის ეპოქისა.შვიდ დედმამიშვილს შორის – სოფონისბა,ყველაზე უფორსი გახლდათ.სულ ექვსი და და ერთი ძმა იყვნენ.მის გარდა,შესანიშნავი მხატვარი გახლდათ – სოფონისბას და – ლუჩია.თავად ანგისოლას ოჯახი არისტოკრატული წარმომავლობის იყო. (ავტორი გენია.ჯი) მამა განეკუთვნებოდა გენუის არისტოკრატთა ჯგუფს,ხოლო დედა – ბიანკა პონცონე,ასევე მაღალი და ცნობილი არისტოკრატული ფენის ოჯახიდან იყო წარმომავლობით.დედა ხუთი წლის ასაკში გარდაეცვალა,რამაც მის შემდგომ შემოქმედებაზე გარკვეული გავლენა იქონია.ბავშვობიდანვე დიდი სამხატვრო ნიჭით იყო დაჯილდოებული და ესწრაფვოდა ამ ულამაზესი ხელოვნების სრულყოფილ დაუფლებას.მისი შემოქმედება კი იმდენად მომხიბვლელი გახლდათ ხელოვნების მოყვარულთათვის,რომ 1558 წელს მიემგზავრება მილანში “ჰერცოგი ალბას” პორტრეტის შესაქმნელად.სწორედ ჰერცოგმა ალბამ გაუწია რეკომენდაცია მას,ესპანეთის მეფე ფილიპე II-თან და მალევე მიიღო მოწვევა ესპანეთის სამეფო კარისაგან,რაც მისი დიდი ტალანტის კიდევ ერთი დასტური გახლდათ.27 წლის ასაკში – სოფონისბა ტოვებს ოჯახს და 1559 წელს მიემგზავრება ესპანეთში (მადრიდში),სადაც ესპანეთის დედოფლის – ელისაბედ ვალუას (რიგით მესამე ცოლი ფილიპე II-ის) სასახლის კარის მხატვარი ხდება,რა დროსაც მან დიდი ნდობა დაიმსახურა დედოფლის,რომელიც ამასთან აღფრთოვანებული იყო მისი შემოქმედებით.ესპანეთში ყოფნისას ანგისოლა ძირითადად ხატავდა სამეფო ოჯახის წევრთა პორტრეტებს,მან დახატა: ფილიპე II-ის დიდ – იოანა,მისი ვაჟი დონ კარლოსი,ელისაბედ ვალუა,ანა ავსტრიელი და სხვა ცნობილი სამეფო ოჯახის წევრები.სამშობლოში დაბრუნებისას გაიცნო,ყოფილი გემის კაპიტანი – ორაციო ლომელინო და მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა (სოფონისბა 47 წლის იყო,ხოლო ორაციო მასზე ბევრად ახალგაზრდა გახლდათ),1580 წლის იანვარში პიზაში ქორწინდებიან. (ავტორი გენია.ჯი) მეუღლე მას დიდი დახმარებას უწევდა ყოველმხრივ და განსაკუთრებით სამხატვრო შემოქმედებაში,რაც მათი ბედნიერი თანაცხოვრების ჱვალნათელი მაგალითი გახლდათ.ისინი დაფუძდნენ გენუაში,სადაც მეუღლემ შესანიშნავი სახელოსნო გაუხსნა და ყველა პირობა შეუქმნა მას სამუშაოდ.მის სახელოსნოს კი უამრავი იმ პერიოდის დიდი მხატვარი სტუმრობდა და მრავალი მხატვრის შემოქმედებაზე ითამაშა მისმა განსაკუთრებულმა ხატვის სტილმა გავლენა,ისეთებზე როგორებიც იყვნენ: ლივინია ფონტანა,ფედე გალიცია,ბარბარა ლონგი და არტემიზია ჯენტილესკი.სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში ის ხატავდა არა მარტო პორტრეტულ ჟანრებს,არამედ რელიგიურ თემებსაც.მიუხედავად მისი ნაყოფიერი მუშაობია,დღემდე მისმა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია.მეუღლის წარმატებულმა ვაჭრობამ და ფილიპე II-ეს მიერ დანიშნულმა დიდმა პენსიამ,მას საშუალება მისცა კომფორტში გაეტარებინა ცხოვრების დარჩენილი წლები.იგი იმ პერიოდის გენუის წამყვანი “პორტრეტისტი” მხატვარი ქალი გახლდათ,თუმცა მალე გენუიდან პალერმოში გადადის სადაც 1620 წელს უკანასკნელად დახატა საკუთარი ავტოპორტრეტი.სოფონისბა ანგისოლა გარდაიცვალა 1625 წლის 16 ნოემბერს,იტალიის ქალაქ პალერმოში. (ავტორი გენია.ჯი)