ბენაზირ ბჰუტო – “ეპიზოდი”

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1988-1990 წლებში და 1993-1996 წლებში) და პირველი შიიტი მუსულმანი ქალი,რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა - ბენაზირ ბჰუტო (1953-2007 წლები),ქალიშვილი გახლდათ საკმაოდ ცნობილი პაკისტანელი პოლიტიკოსების ოჯახისა.მამამისი – ზულფიკარ ალი ბჰუტო,პაკისტანის პრეზიდენტი (1971-1973 წლები) და შემდგომ პრემიერ მინისტრი იყო(1973-1977 წლები),ორჯერ კი საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ებარა. (ავტორი გენია.ჯი) წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად იგი დაკავებულ იქნა და სამხედრო ტრიბუნალის მიერ მიესაჯა სიკვდილით დასჯა.მიუხედავად პირადი თხოვნისა,პაკისტანის ხელისუფლების მიმართ რომის პაპის იოანე-პავლე II-ის,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯიმი კარტერის,გაეროს გენერალური მდივნის და სხვა რიგი ევროპული და არაბული ქვეყნების ლიდერებისა,სიკვდილით არ დაესაჯათ ზულფიკარი,არ იქნა გათვალისწინებული და 1979 წლის 4 აპრილს,გამთენიისას რავალინდის ციხის ტერიტორიაზე იგი ჩამოახრჩვეს.მის დაკრძალვას კი არცერთი ოჯახის წევრი არ დაასწრეს.ამ ფაქტებს მასიური პროტესტი მოყვა პაკისტანში და ერთგვარად გადამწყვეტი როლი ითამაშა – ბენაზირ ბჰუტოს,პრემიერ-მინისტრად არჩევაში.ბენაზირი მამის დაღუპვის შემდეგ იგონებდა:

“მამაჩემი მართლმორწმუნე მუსულმანი იყო.როდესაც 12 წლის გავხდი,დედამ ჩადრი გამიკეთა.ამ ფაქტს მამაჩემიც ესწრებოდა და დედას მიმართა: დაე ,როდესაც აღიზრდება ბენაზირი,თავად მიიღოს გადაწყვეტილება ატარებს თუ არა იგი ჩადრს; დააიფაროს თუ არა მან სახე.ისლამი აძლევს ქალს უფლებას მოიწყოს საკუთარი ცხოვრება ისე,როგორც თავად სურს და ამასთანავე აძლევს იმის უფლებასაც სურვილის შემთხვევაში არ ატაროს ჩადრი”.
მას შემდეგ ბენაზირ ბჰუტოს ჩადრი,არასოდეს უტარებია.2007 წლის 18 ოქტომბერს ბენაზირ ბჰუტო,ქალაქ რავალპინდში “ტერორისტული აქტის” შედეგად გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების შემდგომ კი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტი მისმა მეუღლემ – ასიფ ალი ზარდარმა დაიკავა. (ავტორი გენია.ჯი)