“გაიანა”
“გაიანა” - ოფიციალური სახელწოდება ”გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკა”,წარმოადგენს სახელმწიფოს სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.დასავლეთიდან ესაზღვრება ვენესუელა,სამხრეთიდან ბრაზილია,აღმოსავლეთიდან სურინამი,ხოლო ჩრდილოეთიდან – ატლანტის ოკეანე. (ავტორი გენია.ჯი) იგი წარმოადგენს ერთადერთ ქვეყანას სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან,რომელიც “ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში” შედის.ადრე გაიანას მოიხსენიებდნენ,როგორც “ბრიტანული გაიანა”.ქვეყნის დედაქალაქია – ჯორჯტაუნი (325 630 მაცხოვრებელი).მოსახლეობის სრული რაოდენობა შეადგენს 751 223 მაცხოვრებელს,რაც მას სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან 160-ე ადგილზე აყენებს.სიმჭიდროვე მოსახლეობის მხრივ ერთ კვადრატულ კილომეტრზე 3,49 ადამიანს შეადგენს.გაიანას საერთო ფართობი 214 970 კვადრატული კილომეტრია,რაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან,მსოფლიოში 81-ე ადგილზე აყენებს.ქვეყნის ოფიციალური ენა ინგლისურია.გაიანას ოფიციალურ ვალუტას წარმოადგენს – გაიანას დოლარი. (ავტორი გენია.ჯი) 90% მოსახლეობისა ოკეანის სანაპირო რაიონებში ცხოვრობს.მოსახლეობა რელიგიის მიხედვით: 28,4% ინდუსია,16,9% ორმოცდაათიანელია,8,1% კათოლიკეა,17,7% სხვა ქრისტიანული რელიგიები,7,2% მუსულმანები და სხვა.ქალაქის მოსახლეობა,ქვეყნის 28%-ს შეადგენს,ხოლო 72% სოფლისმოსახლეობაა.გაიანა რესპუბლიკაა და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი პრეზიდენტია.ამ პოსტს იკავებს იმ პარტიის ლიდერი,რომელიც არჩევნებში იმარჯვებს.პოსტზე შესაძლებელია ორჯერ არჩევა (თითოეული ხუთი წლით).ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს “ერთპალატიანი სახელმწიფო საბჭო”,რომელთა რაოდენობა 65 დეპუტატისაგან შედგება და მოსახლეობა მათ 5 წლის ვადით ირჩევს.ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ: “სახალხო პროგრესის პარტია”,”სახალხო ეროვნული კონგრესი” და “ალიანსი ცვლილებებისათვის”.გაიანა წარმოადგენს აღმოსავლეთ ნაწილს “გვიანას ზეგნისა”.მის დასავლეთში მდებარეობს მისი უმაღლესი წერტილი,ულამაზესი “რორაიამას მთა”,რომლის სიმაღლე 2272 მეტრია ზღვის დონიდან.კლიმატი სუბეკვატორულია – ცხელი და ტენიანი.არის საკმაოდ მრავალი მდინარე,ტბა და ჩანჩქერი.ქვეყნის ტერიტორიის 90%-მდე ჯუნგლების სახის ტყეებია,რომლებიც მდიდარია ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობებით.მის მდინარეებში თევზის სხვა სახეობებტან ერთად გავრცელებულია “პირანიები”.ევროპელთა გამოჩენამდე,გაიანას ტერიტორია დასახლებული იყო “ავარაკის” ინდიელი ტომის ხალხით.XVIII-XIX საუკუნეებში,ამ ქვეყნაზე კონტროლის დამყარებისათვის ერთმანეთიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ: დიდი ბრიტანეთი,ნიდერლანდები და საფრანგეთი.პირველი წარმატება ამ მხრივ,ნიდერლანდებმა მოიპოვა,თუმცა 1803 წელს იგი ბრიტანელთა ხელში გადავიდა და “ვენის შეთანხმების” თანახმად,1831 წელს მას “ბრიტანეთის გვიანა” ეწოდა.1926 წელს,ბრიტანეთის გვიანამ მიიღო პირველი კონსტიტუცია და ჩამოყალიბდა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო.1966 წლის 26 მაისს,გაიანამ დამოუკიდებლობა ოფიციალურად მოიპოვა,ხოლო 1970 წლის 23 თებერვალს,იღებს ოფიციალურ სახელწოდებას “გაიანას კოპერატიული რესპუბლიკა”.ბუნებრივი რესურსების მხრივ გაიანაში მოიპოვება: ოქრო,ალმასი,მარგანეცი რკინა,ნიკელი და სხვა ბუნებრივი რესურსები.ქვეყნის უმთავრეს ექსპორტს წარმოადგენს: ოქრო,შაქარი,ალუმინი,ნიკელი,ბოქსიტები და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) უმთავრეს სავაჭრო პარტნიორებად კი მიჩნეულია: კანადა,ამერიკა,დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები.გაიანა გახლავთ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანადა,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ერთადერთი სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოა,რომელი “ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის” წევრია.
გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის ეროვნული “გერბი”
გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის დედაქალაქი – “ჯორჯტაუნი”
გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის პოლიტიკური რუკა