ნონა ჩუნთიშვილი – “გზააბნეული კაცობრიობა”

უკიდეგანო შექმნა სამყარო:

ხმელეთს შერია წყლები,

განალაგა და მოაწესრიგა,

უდაბნო,ზღვა და მთები.

თავ-თავის წესზე ჩასხა სულდგმულნი,

მერე-მაღალი ნებით,

კაცობრიობას გადააბარა

მოფერებით და ქებით.

აგერ,ამდენი საუკუნეა,

გზააბნეულნი ვრჩებით -

დედამიწაზე ვეძებთ უფლის გზებს,

ვკვდებით,ვცოცხლდებით,ვკვდებით!

ხან საოცარი ვაგეთ ტაძრები -

ავაღაღადეთ ქვები,

ხან უცნაური მექანიზმებით

დავსერეთ ცა და წყლები.

ბოლოს დაღლილნი,დამძიმებულნი

მარტო ვრჩებით და ვხვდებით,

რომ მხოლოდ დიდი სიყვარულია

მისკენ სავალი გზები!