ხუნდუნი
ხუნდუნი - წარმოადგენდა ძველი ჩინელი ხალხის აზრითა და რწმენით – “უპირო” ღვთაებას,რომელიც ერთგვარი სიმბოლო და გამოსახულება გახლდათ “ქაოსის”.გადმოცემის თანახმად,იგი იყო ჰუმანოიდური არსება (მონსტრის გარეგნობით),რომელიც მოგვაგონებდა ცოცხალ უფორმო ტომარას,ყოველგვარი თვალების,პირის და ყურის ნახვრეტების გარეშე. (ავტორი გენია.ჯი) ასევე ცნობილია ისიც,რომ ხუნდუნი ძლიერ იზიდავდა ბოროტებას,ხოლო ასევე ძლიერ გაურბოდა სიკეთეს.მისი აღსასრული კი ტრაგიკული გახლდათ: ჩინური მითოლოგიის ღმერთებმა ხუმ და შუმ,რომლებიც მას ყოველთვის “ურჩუხლად” მიიჩნევდნენ,მისი ფიზიკური ფორმების გამო,გადაწყვიტეს ხუნდუნისათვის თვალებისა და პირის გაკეთება.მიუხედავად მათი კეთილშობილი მიზნისა,”ქირურგიულმა” ჩარევამ,ხუნდუნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მრავალი ათასწლეულების გასვლისა,იგი დღესაც ჩინელი ხალხისათვის,კვლავ “ქაოსის” სიმბოლოსთან ასოცირდება.