“პალესტრა”
“პალესტრა” - ძველ საბერძნეთში წარმოადგენდა,”კერძო” ფიზიკური აღზრდის სკოლას (ერთგვარი სპორტსკოლის წინმსწრები),სადაც მოსწავლეების ასაკი 12 წლიდან – 16 წლამდე მერყეობდა.აღსანიშნავია,რომ კუნძულ სამოსზე არსებობდა ანალოგიური სკოლა,თუმცა ის მოზრდილი ადამიანებისათვის იყო განკუთვნილი.ასეთი სკოლები ძველ საბერძნეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე VI საუკუნეში დაარსდა და შემდეგ ფართო გავრცელება ჰპოვა ამ ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) “პალესტრას” სასწავლო პროგრამა შედგებოდა: ჭიდაობის,ტანვარჯიშის,ხუთჭიდის,სირბილის,ცურვის,შუბისა და ბადროს ტყორცნის შესწავლისაგან.აღნიშნულ სკოლებს გააჩნდათ თავიანთი სავარჯიშო მოედნები,აუზები და სატანვარჯიშო დარბაზები.ფაქტიურად “პალესტრა” შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა მომავალი თაობების ფიზიკური აღზრდისათვის.საერთო გაგებით “პალესტრა”,შესაძლოა გამოვიყენოთ სინონიმად,დაწესებულებისა სადაც ახალგაზრდა ადამიანები ეუფლებოდნენ სხვადსხვა სპორტის სახეობებს და ამასთან იკაჟებდნენ ორგანიზმს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ XX საუკუნის შუა ნახევარში,ბრაზილიაში არსებობდა სპორტული გუნდი,რომელსაც “პალესტრა იტალია” ერქვა და დაკომპლექტებული იყო ძირითადად იტალიელი ემიგრანტებით.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მან სახელი შეიცვალა.უძველეს ეპოქაში “პალესტრას” თავისი მფარველი ღმერთიც (კულტი) გააჩნდა და იგი – “ჰერმესი” იყო,რომელიც ბერძნების წარმოდგენით იცავდა და იფარავდა ასეთ სპორტულ სკოლებს.მოგვიანებით “პალესტრები” პერიფერიებიდან ათენში ინაცვლებს და ბოლოს კი ძველი რომის იმპერიაშიც გავრცელდა.ყველაზე ფართოდ იგი მაინც იტალიის ქალაქ “პომპეიში” იყო გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით “პალესტრა” შესაძლოა მივჩნიოთ,თანამედროვე “სპორტული სკოლების” ერთგვარ წინმსწრებად და აღნიშნულ სკოლებს,მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვაწყდებით.