სტენ ლორელი – “ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის” შესახებ
საერთოდ,”კრეინრორათი” პირუტყვი გადაჰყავთ ხოლმე,მაგრამ არავითარი პირუტყვი,ჩვენ თუ არ გვიგულისხმებდით,იქ არ ჩანდა.მართალი გითხრათ,ხანდახან თავს მართლაც პირუტყვად ვგრძნობდით.საჭმელი გემოთი საქონლის საკვებს წააგავდა.საშინელი ამინდი იდგა.მაგრამ მაინც ძლიერ ვმხიარულობდით,რადგან შესანიშნავი საქმე გვქონდა,ახალგაზრდები ვიყავით და სიამოვნებით მივეშურებოდით იქით,საითაც ჩვენი გემი მიგვაცურებდა.ერთ დილას მოგვესმა,თითქოს ვიღაცამ თქვა,ხმელეთი გამოჩნდაო. (ავტორი გენია.ჯი) მერე რაც მოხდა,არასოდეს დამავიწყდება.ყველანი გემბანზე გამოვცვივდით და ვუყურებდით მიწას,რომელიც ბურუსში გამოიკვეთა. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად ჩარლიმ რეილინგებთან მიირბინა,ქუდი მოძრო,აფრიალებდა და ყვიროდა: “ამერიკა,მოვდივარ,რომ დაგიპყრო! ამ ქვეყნის ყველა მამაკაცს,ქალსა და ბავშვს ეცოდინება ჩემი სახელი – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი!” აღფრთოვანებულები ავყვირდით,მან კი თავი ოფიციალურად დაგვიკრა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.როდესაც მრავალი წლის მერე ძველი დასიდან მეგობრებს ვხვდებოდი (კარნოს დასიდან),ამ შემთხვევას ხშირად ვიხსენებდით და გვაოგნებდა,რა წინასწარმეტყველური გამოდგა ჩარლის სიტყვები.