“ისევ მიყვარხარ”
მე მართლა ვცადე დამვიწყებოდი,
სიყვარულისთვის ზურგი მექცია,
გაბრუებული ჩემი თავისთვის
აღარ ვიცოდი რაღა მერჩია.
***
გონება ჩივის,ლექსებს აღარ წერს,
თითქოს მოითხოვს ის შენზე ფიქრებს,
მოითხოვს მხოლოდ შენს სიახლოვეს
და შენს გამოთქმულ ჯადოსნურ სიტყვებს.
***
შენს ულამაზეს ბრწყინვალე თვალებს,
და უჩვეულოდ მოპყრობილ მზერას
მუდამ მივყავდი სიგიჟის ზღვარზე
და მისახავდა შენდამი რწმენას.
***
მე ისევ ისე ძლიერ გაფასებ,
ისევ მიყვარხარ მთელი არსებით,
შენს სიყვარულს და მშვენიერებას
მე კიდევ დავლევ წმინდა თასებით.