“ილია ჭავჭავაძე – ვაჟა-ფშაველას შესახებ”

“ქართველთა უგვირგვინო მეფეს” – ილია ჭავჭავაძეს,ადრევეც უნდოდა,რომ პეტერბურგიდან ხელმოცარულად დაბრუნებული პოეტი თავისსავე მასაზრდოებელ ატმოსფეროში გაებრუნებინა.მაშინ ძმებს ყიფშიძეებს უთქვამთ ილიასათვის: ვაჟას ფული შევუგროვოთ და ბერლინის უნივერსიტეტში გავგზავნოთო.ილიას შუბლი შეუჭმუხნია: “ბატონებო,ვაჟა პეტერბურგიდან იქნებ ბედმაც დააბრუნა,ახლა გერმანიაში უპირებთ გაგზავნას? ძლიერ კარგი,მაგრამ იცით კი რა გამოვა? თავი გაანებეთ,გერმანიაში იქნებ არაფერი გამოუვიდეს,უკეთს შემთხვევაში ფილოსოფიას დაეწაფება,მაშინ ფანდურს მაღლა ჭერში შესდებს. (ავტორი გენია.ჯი) ვაითუ,ვერც ფილოსოფოსად ივარგოს,ფანდურიც სამუდამოდ დაემსხვრას.მაგას ჰონორარი დაუნიშნეთ,ისევ მთაში წავიდეს და წეროს – თავისებური ფანდურის ჟღერით დაგვატკბოსო”.

და როდესაც ილიამ – ვაჟას მიერ დაწერილი “მოხუცის ნათქვამი” წაიკითხა,დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა.ეტყობა დიდი შთაბეჭდილება იქონია წაკითხულმა.მერე თითქოს ძილიდან გამოერკვაო,ილიამ აღტაცებით წამოიძახა შემდეგი სიტყვები,რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა:

” – არა,ჩვენ,ძველებმა,ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთ!” (ავტორი გენია.ჯი)