კიმ ჩენ ირი – “მაიკლ ჯორდანის ფანატიკოსი გულშემატკივარი”

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა),ყოფილი მეთაური,კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი,ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი და “დიდი ბელადის” – კიმ ირ სენის ვაჟი - კიმ ჩენ ირი (1941-2011 წლები),კალათბურთის თავგადაკლული ფანი იყო და განსაკუთრებით მოხიბლული გახლდათ,ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის – მაიკლ ჯორდანის თამაშით,რომლის თითქმის ყველა მატჩის ჩანაწერი ჰქონდა დაარქივებული და თავისუფალ დროს ხშირად უყურებდა.მან არაერთხელ გაუგზავნა მოწვევა მაიკლ ჯორდანს,იმისათვის,რომ იგი ჩრდილოეთ კორეას წვეოდა,თუმცა ყოველ ჯერზე,დიდი კალათბურთელისაგან “თავაზიან უარს” იღებდა. (ავტორი გენია.ჯი) 2000 წელს ჩრდილოეთ კორეას,ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი – მადლენ ოლბრაიტი,რომელმაც კიმ ჩენ ირს,ჩაუტანა კალათბურთის ბურთი,მაიკლ ჯორდანის ავტოგრაფით.ამ სიმბოლურმა საჩუქარმა “დიქტატორზე”,რომელიც მთელი მსოფლიოსათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა,იმდენად დიდი გავლენა იქონია,რომ პატარა ბავშვივით აღტაცებული დარჩა.აღნიშნული ბურთი კი დღემდე ინახება ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის “ურთიერთგაგების საერთაშორისო მუზეუმში” და ამ მუზეუმის ერთ-ერთ უძვირფასეს ექსპონატადაცაა ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი)