ოტია პაჭკორიას “ჩანაწერებიდან”…
“მე ვიცი,იმ დღეს,გალაკტიონის დასაფლავების დღეს,ჩემი ერი იყო მგლოვიარე,ამაყი,ირონიულად მიმტევებელი და არისტოკრატი”…
***
“საკუთარი შემოქმედების გაფეტიშება – მანიაკურობის გავრცელებული ფორმაა: საკუთარი შემოქმედების უარყოფის სურვილი – პროფესიონალიზმი”.
***
“ერთ ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტს ვკითხე – რომელ ბალზაკს აქებს-მეთქი მალერბი,როგორც პროზაიკოსს.თვალები დაჭყიტა – ბალზაკი ერთია და – ერთსო.
- კი,მაგრამ ბალზაკი XIX საუკუნეში ცხოვრობდა,მალერბი კი XVII საუკუნეში,როგორ გამოდის მეთქი.
- ეს მოჭორილიაო.
- კეთილი,ბატონო,მაგრამ ეს ჭორიც XVII საუკუნეშია-მეთქი მოგონილი ტალემან დე რეოს მიერ.
ამის შემდგომ იგი იძულებული შეიქნა წასულიყო და მეჩვიდმეტე საუკუნის ბალზაკიც აღმოეჩინა.”
***
“ფაქტებზე ნადირობა რეპორტიორის საქმეა და არა მწერლის.მწერალს ფეხებზე ჰკიდია ფაქტები,მათი ემპირიული უძლეველობა.მწერალი იწყება იქ,სადაც იგი დასძლევს ამ უძლეველობას.მწერლები კი,რა თქმა უნდა,ფაქტების სელექციონერები გახლავან და ვერც კი ამჩნევენ,რომ ეს ხელობაა და არა შთაგონება”.
***
“ჰომეროსი დიდია არა იმიტომ,რომ დააგროვა მითები და გადმოცემები… იგი დიდია იმიტომ,რომ შექმნა ბერძნული სამყაროს სტრუქტურა.მან წარმოგვიდგინა ბერძნული სამყაროს სულიერი სახე,შთაბერა ამ სახეში პოეტური სული და წარმოსახვით აჯობა დროს… გოეთე არასოდეს არ იქნებოდა დიდებული “ვერტერით”,გოეთე დიდებულია “ფაუსტით”… (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ოტია პაჭკორიას სურათი აღებულია ligamus.iliauni.edu.ge-დან