ოლაფ ბოლანი – “სამხრეთ პოლუსის” ექსპედიციის წევრი
ოლაფ ბოლანი დაიბადა 1873 წლის 5 მარტს,ტელემარკის გუბერნიის სოფელ მორგედალში (ნორვეგია).იგი გახლდათ იმ ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთი რომელმაც,მონაწილეობა მიიღო დიდი ნორვეგიელი პოლარული მკვლევარის – რაულ ამუდსენის ექსპედიციაში და მათთან ერთად პირველად მიაღწია და იხილა “სამხრეთ პოლუსი”.გარდა ამისა იგი წარმოადგენდა ნორვეგიის ჩემპიონს სათხილამურო სპორტის სახეობებში და ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენადაც იყო მიჩნეული ამ სახეობებისა.XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ოლაფი,საკუთარ ძმებთან – ტურიუსომთან და მიკელემთან ერთად,ნორვეგიის საუკეთესო სამთო-სათხილამურო სპორტის საუკეთესო ოსტატებად იყვნენ აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი) 1902 წელს მან გაიმარჯვა სათხილამურო სპორტის ფესტივალზე,რომელიც ჩატარდა ჰოლმენკოლერში.1907 წელს კი სხვა ხუთ სპორტსმენთან ერთად მიწვეულ იქნა საფრანგეთში შეჯიბრზე,ევროპის საუკეთესო მოთხილამურეებთან ერთად.1910 წელს,რაულ ამუდსენის ექსპედიციის წევრი ხდება,რომელთაც პირველებს უნდა დაელაშქრათ ”სამხრეთ პოლუსი”.იგი როგორც პროფესიონალი სამთო-სათხილამურო სპორტისა,რამდენიმე ცვლილების ავტორი გახდა ექსპედიციის შემადგენლობაში.კერძოდ ცვლილებები შეიტანა მარხილების რეკონსტრუქციის მხრივ და ამით უდიდესი სამსახური გაუწია ექსპედიციის წევრებს,ამ ურთულესი მისიის შესრულებაში. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ შექმნილ მარხილებს ნებისმიერი სირთულის კლიმატურ პირობებში – 80 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეეძლოთ.გარდა ამისა მან სპეციალურად დააგდო 20 კილოგრამი წონა,რაც ხელს შეუწყობდა მოგზაურობისას და ისე გაიარა 3000 კილომეტრიანი ურთულესი მონაკვეთი,რომ ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა ერთხელაც კი არ შექმნია.აღნიშნული ექსპედიცია 1910-1912 წლებში,უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მნიშვნელობის გახლდათ და უდიდესი როლი ითამაშა “სამხრეთ პოლუსის” კვლევაში.ექსპედიციამ პოლუსამდე 1911 წლის 14 დეკემბერს მიაღწია და სამუდამოდ უკვდავყო მისი მისიის შედეგები.დაბრუნების შემდგომ,1912 წელს ოლაფი დაჯილდოვებულ იქნა “სამხრეთ პოლუსის” სამახსოვრო მედლით.მეორე ექსპედიციაზე,კვლავ მიუვიდა შემოთავაზება ამუდსენისაგან თუმცა უარი განაცხადა და დაბრუნდა მშობლიურ სოფელ მორგედალში. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ექსპედიციიდან მიღებულმა ჰონორარმა,ოლაფს საშუალება მისცა გაეხსნა ფირმა,თხილამურების წარმოებისა და ამ განხრითაც დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწია.1952 წლის “ოსლოს ზამთრის ოლიმპიურ თამასებზე”,სწორედ მას ხვდა პატივი ოლიმპიური ცეცხლის ანთებისა,რაც მის მიერ განვლილი ცხოვრების ერთგვარი “გვირგვინი” გახლდათ.ოლაფ ბოლანი გარდაიცვალა 1961 წლის 8 ივნისს,88 წლის ასაკში და იგი იყო ბოლო წარმომადგენელი “სამხრეთ პოლუსის” ექსპედიციის ხუთ წევრთა შორის,რომელიც ყველაზე ბოლოს გარდაიცვალა.