“ონიქსი” – ანტარქტიდის კონტინენტის ყველაზე გრძელი მდინარე
“ონიქსი” - წარმოადგენს ყველაზე გრძელ მდინარეს ანტარქტიდის კონტინინენტისა,რომელიც სათავეს იღებს ტბა “Brownwort”-გან და მიედინება “რაიტის ხეობაში”,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს “მაკ-მიორდოს” მშრალი ხეობის ნაწილს.მისი სიგრძე 30 კილომეტრია და ჩაედინება ვანდას ტბაში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ აღნიშნული მდინარე მიედინება ისეთ რაიონებში,რომელიც გამოირჩევა მზის ინსოლაციით და ანტარქტიდის კონტინენტისათვის,საკმაოდ მაღალი ტემპერატურითაც.წყლის დონე მდინარეში იმატებს სეზონურ ცვალებადობასთან ერთად.იგი შეიცავს რამდენიმე შენაკადს.მდინარე “ონიქსი” მხოლოდ თებერვალსა და მარტში გარდაიქმნება შენაკადად,ხოლო სხვა პერიოდებში კი მშრალი კალაპოტის მქონე ხდება,ცივი ტემპერატურის და კლიმატის გამო.მიუხედავად იმისა,რომ მდინარეში არ ბინადრობს არცერთი სახეობის თევზი,მასში ბინადრობენ მიკროორგანიზმები.ასევე მასში ხარობენ წყალმცენარეები,რომელთა ხილვაც მდინარეში პრობლემას არ წარმოადგენს,რადაგნ კარგად ჩანან წყლის ზედაპირიდან. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მდინარის ერთ-ერთ სანაპიროზე მდებარეობს “ვანდას არქტიკული სადგური”,რომელიც 1968 წელს იქნა დაარსებული.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სწორედ ამ არქტიკულ სადგურთან იქნა დაფიქსირებული დღემდე სარეკორდო ტემპერატურა ანტარქტიდის კონტინენტისა,რომელმაც +15 გრადუსი-ცელსიუსით შეადგინა.