ჟან-ანტუან დ’ანგლერე – “შიკო”
ჟან-ანტუან დ’ანგლერე დაიბადა 1540 წელს,საფრანგეთის ისტორიულ მხარეში – გასკონიაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგ “მასხარას”,საფრანგეთის სამეფო კარისა,რომელსაც ზედსახელად “შიკოს” უწოდებდნენ,თუმცა თავად – შიკო I დაირქვა.“მასხარად” მსახურობდა საფრანგეთის მეფების – ანრი III დე ვალუას (1551-1589 წლები) და ანრი IV-ეს სამეფო კარზე.როგორც უდიდესი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (მამა) და სხვა ისტორიული დოკუმენტები ირწმუნებიან,იგი გახლდათ შთამბეჭდავი ნიჭით,გონებასხარტი აზროვნებით,ენამოსწრებულობით,გულკეთილობით და ამასთანავე ცბიერებით განთქმული პიროვნება,რომელსაც დიდი ყურადღებას აქცევდა მეფე და შესაბამისად საკმაოდ გავლენიანი “მასხარაც” იყო სამეფო კარზე. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იდგა,მარკიზ დე ვილარას ხელმძღვანელობით. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით საფრანგეთის მეფეების – ფრანსუა II-სა და შარლ IX-ეს მეფობის ჟამს,საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა,თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე ანრი III-ის და ანრი IV-ის სამეფო კარზე “მასხარად” მსახურობდა და სწორედ ამ პერიოდში მიენიჭა პროფესიული სახელი “შიკო”,რაც თარგმანით “კბილის ფრაგმენტს” აღნიშნავს,მისი უშნო კბილების გამო.როგორც ცნობილია “მასხარას” განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრა სამეფო კარზე და იგი ერთადერთი ადამიანი იყო,ვისაც ნებისმიერი საკითხის ირგვლივ ეოხუნჯა,მიუხედავად იმისა რაოდენ მნიშვნელოვანი საკითხი არ უნდა ყოფილიყო იგი.არის ცნობები,რომ იგი თავდაპირველად კათოლიკე იყო და მონაწილეობა უნდა ჰქონოდა მიღებული საკუთარ ძმასთან – რაიმონდთან ერთად,ცნობილ პროტესტანული რწმენის სამხედრო მეთაურის – ფრანსუა III დე ლაროშფუკოს მკვლელობაში,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ ჰუგენოტების.ერთი ვერსიის თანახმად “ბართლთომეს ღამის” (1572 წლის 24 აგვისტო) ცნობილი საშინელი ხოცვა-ჟლეტის დროს იქნა იგი მათ მიერ მოკლული “საფრანგეთში – რელიგიური დაპირისპირების” დროს.ამის შემდგომ 1574 წელს,მას სამხედრო ჩინი მოუმატეს და ლეიტწნწნტი ხდება.რის შემდეგაც მეთაურობდა ლოშის სასახლის დაცვას.1575 წელს დაქორწინდა რენე ბარეზე და მასთან თანაცხოვრებაში 5 შვილი შეეძინა.1584 წელს მიანიჭეს არისტოკრატის ტიტული.თუმცა მალევე სამეფო კარის “მასხარად” იქცა და ანრი III-ის მკვლელობის შემდეგ,მალევე – ანრი IV აღიარა თავის მეფედ,რის გამოც დიდი პატივი დაიმსახურა მისგან.აღსანიშნავია,რომ შიკო – მეფის მხარდამხარ იბრძოდა ივრისთან და არკასთან გამართულ,ცნობილ ბრძოლებში.რუანის ალყის დროს,მან ტყვედ იგდო ანრი IV-ეს მოწინააღმდეგე – გრაფი ანრი დე შალინი და მეფეს ის ისე მიჰგვარა,რომ იარაღიც კი არ აუყრია.როდესაც შიკო ტყვესთან ერთად მეფეს ეახლა,მას მიუგო: “შეხედეთ მეფევ,როგორი საჩუქარი მოგართვით”,რის შემდეგაც გაღიზიანებულმა და შეურაცყოფილმა გრაფმა,შიკოს თავში ხმლის ვადა ისე გამეტებით ჩაარტყა,რომ იგი ადგილზევე გარდაიცვალა,ეს შემთხვევა კი დაფიქსირდა 1591 წელს.აღსანიშნავია,რომ შიკო,მრავალი ფრანგი მწერლის ნაწარმოების ერთ-ერთ გმირად მალევე იქცა და აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ შიკო გახლდათ ერთადერთი საფრანგეთის სამეფო კარის “მასხარა”,რომელსაც ნება დართეს მეფის მხარდამხარ მიეღო მონაწილეობა ბრძოლებში და ამასთანავე ერთადერთი “მასხარა” იყო,რომელსაც ხმლის ტარების უფლება მიანიჭეს.იყო შესანიშნავი მებრძოლი და სამხედრო საქმის კარგი მცოდნე. (ავტორი გენია.ჯი) შიკოს პროტოტიპი აღებული ჰყავთ,თავიანთ ნაწარმოებებში ისეთ დიდ გენიოსებს,როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე დიუმა (მამა),რომანში “გრაფინია დე მონსორო”,ჰენრიხ მანის,ნაწარმოები “ანრი IV-ეს მნიშვნელოვანი წლები”; ოგიუსტ მაკეს ნაწარმოები “ულამაზესი გაბრიელი,ანუ მეწისქვილის ქალიშვილი” და სხვა მწერლების ნაწარმოებები. (ავტორი გენია.ჯი)