ანდების კლდის მამალი
ანდების კლდის მამალი (მოიხსენიებენასევე,როგორც “პერუს კლდის მამალი”) – წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გავრცელებულ ულამაზეს ფრინველს კოტინგისებრნთა გვარისა.აღნიშნული სახეობა გავრცელებულია ანდების მთების ტროპიკულ და სუბტროპიკულ ნაწილებში,კერძოდ ვენესუელიდან ბოლივიამდე ტერიტორიებზე.მათი განსახლების არეალს შეადგენს ტყის კლდოვანი ფერდობები,ან ჩვეულებრივი ტყის მასივები.(ავტორი გენია.ჯი) მათი სიგრძე 35-38 სანტიმეტრს შეადგენს და გააჩნიათ საოცარი ბუმბულით დაფარული ნისკარტი.იკვებებიან ხილის ნაყოფით,მწერებითა და მცირე ზომის ხერხემლიანებით.სულ ბუნებაში “ანდების კლდის მამლის” ორი სახეობაა გავრცელებული: Rupicola peruviana aequatorialis და Ruoicola peruviana sanguiolenta.მათი შეფერილობა ნარინჯისფერ-ნაცრისფერია ან მუქი-წითელი,ან კიდევ წაბლისფერი.ფრთები ძირითადად შავი ფერის აქვთ.დაწყვილების პერიოდში,მაშინ როდესაც ისინი კვერცხს დებენ,წყვილები ხმამაღალი ხმით მოუხმობენ ერთმანეთს.ბუდეებს კლდის ნიშებში იკეთებენ და როგორც წესი დებენ ერთ,ან ორ კვერცხს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ანდების კლდის მამალი”,პერუს სახელმწიფოს ეროვნულ ფრინველად არის მიჩნეული და მასზე ნადირობა კანონით აკრძალულია. (ავტორი გენია.ჯი)