სამოთხის ტარანგა
სამოთხის ტარანგა - ლათინურად “Tangara chilensis”,წარმოადგენს ულამაზეს ფრინველს ტარანგასნაირებთა ოჯახის,ბეღურასნაირთა სახეობისა.მათი გავრცელების უმთავრესი არეალია,აღმოსავლეთ კოლუმბიიდან – ჩრდილოეთ ბოლივიის ჩათვლით,ბრაზილია,საფრანგეთის გვინეა და გაიანა.მისი სიგრძე 14 სანტიმეტრამდეა,ხოლო წონა 20,5 გრამს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ყველაზე გავრცელებული ფრინველია ამაზონის დაბლობების და ძირითადად ტყის მოყვარული ფრინველადაა მიჩნეული.ფრენის სიმაღლე “სამოთხის ტარანგასი” ზღვის დონიდან 1300 მეტრიდან – 2400 მეტრ სიმაღლემდეა.იკვებებიან უხერხემლოებით.აქტიურები არიან დღის საათებში და ბუდეებს,მაღალი ხეების ტოტებზე იკეთებენ.გამოირჩევიან ულამაზესი ფერთა გამით: ნისკარტის ქვედა ნაწილი და ყელი ლილისფერი აქვთ,გული ფირუზისფერი,ხოლო სახის ფერი კი სალათისფერი,რაც ამ ულამაზეს ფრინველს,”განსაკუთრებულად ლამაზი ფრინველების” ათეულში ახვედრებს,სხვა ულამაზეს ფრინველებთან ერთად,ისეთებთან როგორებიც არიან: წითელი არა,კარდინალი,გვირგვინოვანი წერო,ფარშევანგი და სხვა სახეობები. (ავტორი გენია.ჯი)