ჯონ რიჩარდ გრინი
ჯონ რიჩარდ გრინი დაიბადა 1837 წლის 12 დეკემბერს,ინგლისის ქალაქ ოქსფორდში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ისტორიკოსს,რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული,ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიულ-სამეცნიერო ნაშრომის – “მოკლე ისტორია ინგლისელი ხალხის”,დაწერა.წარმომავლობით გრინი ვაჭრების ოჯახიდან იყო. (ავტორი გენია.ჯი) სწავლა მშობლიურ ქალაქ ოქსფორდში დაიწყო და იქვე დაამთავრა.სწავლის დასრულების შემდგომ “სასულიერო” მოღვაწეობას მიჰყო ხელი,ამასთან ერთად თავისუფალ დროს ეცნობოდა ისტორიულ თხზულებებს და საკმაოდ ღრმად შეისწავლა აღნიშნული მეცნიერება.ჯონ რიჩარდ გრინმა,ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა სასულიერო ცხოვრებიდან – საერო ცხოვრებაში გადაენაცვლა და 1869 წელს,იგი ლონდონში,ლამბერტის ქუჩაზე მდებარე ბიბლიოთეკაში – ბიბლიოთეკარად იწყებს მუშაობას.ამავე პერიოდს უკავშირდება მისი სურვილი,დაწეროს ფუნდამენტური ნაშრომი დიდი ბრიტანეთის ისტორიის და ინგლისური ეკლესიის შესახებ,თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,სუსტმა ჯანმრთელობამ მას ამის საშუალება არ მისცა.მას ძალიან აწუხებდა ფილტვების დაავადება,რამაც მისი ცხოვრება ძალიან გაართულა.მიუხედავად ამისა,მან შეძლო დაეწერა “მოკლე ისტორია ინგლისელი ხალხის”,რომელიც გამოაქვეყნა 1874 წელს და იმთავითვე უდიდესი აღიარება მოუტანა მას.ამ შესანიშნავი ნაშრომის გამო,მისი სახელი შეტანილ იქნა ინგლისის საუკეთესო ისტორიოგრაფთა შორის.1877 წელს,გრინი ქორწინდება ელის სტოპფორდზე,რომელმაც მას უდიდესი სამსახური გაუწია ახალი ისტორიულ-სამეცნიერო ნაშრომების შექმნაში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მისი მეუღლის თავჩაუხრელი დახმარების შედეგად დაწერა “ინგლისელი ერის ისტორია”,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 1880 წელს.მალევე იგი ოჯახთან ერთად მიემგზავრება საფრანგეთში.1883 წლის 7 მარტს – ჯონ რიჩარდ გრინი გარდაიცვალა,საფრანგეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ – მენტონაში.მისმა სახელმა კი სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ადგილი ინგლისელი ხალხის მეხსიერებაში,როგორც იმ ეპოქის ერთ-ერთმა საუკეთესო ინგლისელმა ისტორიოგრაფმა.