“აფრიკული პეგომასტაქსი”
“აფრიკული პეგომასტაქსი” - (Africanus Pegomastax),წარმოადგენდა ჰეტეროდონტოზავრების ერთ-ერთ პატარა ზომების მქონე სახეობას,დინოზავრების ოჯახისა.ისინი დედამიწაზე ბინადრობდნენ იურულ პერიოდში,რომელიც დაიწყო,დაახლოებით 201,3 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 145 მილიონი წლის წინ.მისი ნაშთები აღმოჩენილ იქნა აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში,რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა მისი შესწავლის.კერძოდ აღმოჩენილ იქნა “პეგომასტაქსის” თავის ქალა და სხეულის რამდენიმე ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი) მისი სხეულის ზომები ძალიან მცირე იყო და 60 სანტიმეტრს შეადგენდა,წონით კი საკმაოდ მსუბუქი იყო და სახლის ჩვეულებრივ კატას დიდად არ აღემატებოდა.გააჩნდა დიდი და ბასრი კბილები (ეშვები),მიუხედავად ამისა იგი ძირითადად იკვებებოდა მცენარის ნაყოფითა და ფოთლებით.იდგა ორ მასიურ ფეხზე,თუმცა ზემო კიდურები,შედარებით უფრო მოკლეჰქონდა.სხეულზე შეიცავდა ნემსისმაგვარ წამონაზარდებს,რაც მის შესახედაობას,შედარებით დიდს ხდიდა.დიდი მტაცებლებისაგან თავდაცვის უმთავრეს საშუალებას,მისი სწრაფი სირბილი და ბასრი კბილები წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით აღმოჩენილი ნაშთები “აფრიკული პეგომასტაქსისა”,ერთ-ერთ ექსპონატად,წარმოდგენილია სამხრეთ აფრიკაში მდებარე – იზიკოს,მუზეუმში.