“კოდოკუშის ფენომენი”

“კოდოკუშის ფენომენი” - აღნიშნავს “განმარტოებულ სიკვდილს” და იგი წარმოადგენს იაპონურ მოვლენას,რომლის მიხედვითაც ასაკში შესული ადამიანები (ძირითადად 50 წელს გადაცილებულები),ტოვებენ საკუთარ ოჯახებს,რის შემდეგაც ყველანაირ კონტაქტს წყვეტენ გარე სამყაროსთან,სრულ მარტოობაში ცხოვრობენ და ასე ელიან სიკვდილს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იაპონიაში აღნიშნული მეთოდი უფრო და უფრო ფართოდ ჰპოვებს გავრცელებას. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენას სპეციალისტებმა  ”კოდოკუშის ფენომენი” უწოდეს,ხოლო ვინც ამ წესით ცხოვრობს,მათ “კოდოკუშებად” ანუ  (მარტოხელებად) მოიხსენიებენ.გარდა ზემოთ აღნიშნულისა,იაპონიაში ცხოვრობს “კოდოკუშები”,რომლებიც სპეციალურად ეყოფიან ოჯახებს ადრეულ ასაკში,რის შემდეგადაც არ ოჯახდებიან,არ შედიან კონტაქტში გარე სამყაროსთან და სრულ მარტოობაში ცხოვრობენ,შესაბამისად სრულ მარტოობაშივე იღუპებიან.ამიტომ მათი გარდაცვალება ხშირ შემთხვევაში გარკვეული დროის მანძილზე ოჯახისა და საზოგადოებისათვის ყოვლად შეუმჩნეველი ხდება. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდა”კოდოკუშების” რაოდენობა შედარებით  უფრო მცირერიცხოვანია,ვიდრე ასაკოვანი ადამიანებისა.ცნობილია,რომ იაპონიაში,მარტო ერთ წელიწადში,კერძოდ 2008 წელს – 2200 “კოდოკუშის” ცხედარი იქნა აღმოჩენილი,რომელთა საშუალო ასაკი 65 წელს შეადგენდა.აღნიშნული ფენომენი “ამომავალი მზის” ქვეყანაში კიდევ და კიდევ უფრო მასიურ სახეს იღებს,რასაც იაპონიის მოსახლეობის,სხვადასხვა სოციალური ფენის თითქმის ყველა წარმომადგენელი და უკვე ოფიციალური ხელისუფლებაც ადასტურებს. (ავტორი გენია.ჯი)