კრიშნა და არჯუნა – “ეპიზოდი”
ინდუისტური ღვთაება,ვიშნუს მერვე ავატარა – კრიშნა,რომელიც ღმერთის უზენაესს ფორმას წარმოადგენს ინდუსებისათვის,ერთ დღეს ძველინდური ეპოსის “მაჰაბჰარატას” გმირთან – არჯუნასთან ერთად გზაზე მიდიოდა,რა დროსაც ცაში ფრინველი დაინახა.ფრინველის დამნახავმა ინდუსურმა ღვთაებამ არჯუნას ჰკითხა:
” – ის მტრედია?
მან უპასუხა:
- დიახ ის მტრედია.
კრიშნამ თქვა:
- ის მტრედი არ არის – არწივია.
არჯუნმა იმავე წამს უარყო თავისი პირველი შეხედულება და კრიშნას დაეთანხმა:
- ის ნამდვილად არწივია.
- არა არჯუნა,ის არწივი კი არა ყვავია.ნუთუ შენ ამას ვერ ამჩნევ? – კვლავ ჰკითხა კრიშნამ.
არჯუნამ უპასუხა:
- დიახ,ის მართლაც ყვავი ყოფილა.
კრიშნამ მისი პასუხის შემდგომ,ხმამაღლა გაიცინა და არჯუნას საყვედურით მიმართა,თუ რატომ ეთანხმებოდა ასე ბრმად იგი კრიშნას ყოველ,თუნდაც მცდარ შეხედულებას.არჯუნამ კი ინდუსთა ღვთაებას განუცხადა:
” – ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თქვენი სიტყვები,ვიდრე საკუთარი თვალთახედვაც კი: თქვენ ძალგიძთ ყვავი,მტრედად ან არწივად აქციოთ. და როდესაც თქვენ იმას ამბობთ,რომ იგი ყვავია – მასში ეჭვის შეტანის უფლება არავის არ აქვს.მაშასადამე ის ფრინველი მართლაც – ყვავია.ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით კი,”უსიტყვო რწმენა” გახლავთ ერთადერთი გზა “მარადიული სულიერი წარმატების მოპოვებისა”.(ავტორი გენია.ჯი)