“ჩამიკურო”

“ჩამიკურო” - წარმოადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს ენას დედამიწაზე,რომელზეც დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ და მხოლოდ 8 ადამიანი საუბრობს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული ენა,სხვა ადგილობრივ ენებთან ერთად,სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე პერუს რესპუბლიკის – “ოფიციალურ ” ენადაა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) სულ პერუში “ჩამიკუროს ხალხის” მხოლოდ 20 წარმომადგენელი ცხოვრობს და მათგან,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მხოლოდ 8 ადამიანი საუბრობს”ჩამიკუროს ენაზე”,ისიც მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები.ახალგაზრდები და ბავშვები კი ესპანურ ენას ფლობენ.მიუხედავად ამ ხალხის სიმცირისა,პერუში შესაძლებელია “ჩამიკუროს ლექსიკონის” ყიდვა,თუმცა მის მიმართ დიდი დაინტერესება არ გამოიხატება,რის გამოც სპეციალისტები ამ ენას “გადაშენების საფრთხის” ქვეშ მყოფ ენად მიიჩნევენ და ძალიან მცირე იმედი აქვთ,მისი შენარჩუნებისა. (ავტორი გენია.ჯი)