“მაიას ცივილიზაციის უძველესი სამარხი”
ერთ-ერთი უდიდესი საინფორმაციო სააგენტოს BBC-ის ცნობით,ლათინური ამერიკის ქვეყნის – გვატემალას დასავლეთ ნაწილში,კერძოდ პროვინცია რეტალულეუში,დიდი ისტორიული ღირებულების კომპლექსს ტეკალიკ-აბახში,არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა,დღემდე ყველაზე ნაპოვნ სამარხებს შორის ყველაზე ძველი სამარხი,ინდიელი ხალხის “მაიას ცივილიზაციისა”.აღნიშნული აღმოჩენა გვატემალას დედაქალაქ – გვატემალადან 180 კილომეტრის მოშორებით მოხდა.არქეოლოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა – მიგელ ორერო,რომლის მიერ ჩატარებული “რადიოკარბონული” ანალიზის მიხედვითაც დადგენილ იქნა აღნიშნული (ავტორი გენია.ჯი) სამარხის წლოვანება და მათი მონაცემების მიხედვით,იგი უნდა განეკუთვნებოდეს ჩვ.წ.აღ-მდე 700-400 წლებს.ამ მიზეზთა გამო სპეციალისტები ირწმუნებიან,რომ ეს სამარხი ყველაზე დიდი ხნისაა,რაც კი დღევანდელობამდე იქნა აღმოჩენილი “მაიას ცივილიზაციის” სამარხებს შორის.მასში აღმოჩენილ იქნა ადამიანის ნაშთები,სხვადასხვა მოსართავი ნივთები,ადამიანის მაგვარი მცირე ზომის ფიგურები,რომელთაც თავზე “გრიფის” სახეობის ფრინველის გამოსახულება აქვთ დატანილი.როგორც ცნობილია “გრიფი” მაიას ცივილიზაციაში,გამოხატავდა ძალაუფლების და სიმდიდრის სიმბოლოს.ამ მიზეზთა გამო ისტორიკოსები ვარაუდობენ,რომ აღნიშნული სამარხი განეკუთვნებოდა,ამ უდიდესი ცივილიზაციის ერთ-ერთ ბელადს, (ავტორი გენია.ჯი) რომელსაც მეცნიერებმა პირობითი ახელი “K’utc Chman”, უწოდეს,რაც მაიას ენის თარგმანით “ბაბუა გრიფს” აღნიშნავს.სამარხში ერთი ადამიანის ნაშთის გარდა სხვა ნაშთები აღმოჩენილი არ ყოფილა.როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ სწორედ “ბაბუა გრიფის” მმართველობის პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს “სარიტუალო პირამიდების” და სხვადასხვა ადამიანის გამოსახულების სკულპტურების შექმნა (რომლებზეც გამოსახავდნენ,იმ პერიოდის მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს).აღნიშნულმა აღმოჩენამ,კიდევ უფრო სარწმუნო გახადა მაიას ცივილიზაციის უდიდესი კულტურა და მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. (ავტორი გენია,ჯი)