ლუი ბრაილი – “ბრაილის შრიფტის” შემქმნელი
ლუი ბრაილი დაიბადა 1809 წლის 4 იანვარს,პარიზის ქალაქგარეთ მდებარე,პატარა ქალაქ კუვრში,ღარიბი მეწაღის ოჯახში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი ტიფლოპედაგოგი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია,ყველასათვის ცნობილი “ბრაილის შრიფტის” შემუშავება (კაპიტან შარლ ბარბიეს,მიერ დამუშავებული “ღამის შრიფტის” საფუძველზე შექმნილი რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი მხედველობა დაკარგული ადამიანებისათვის).სამი წლის იყო ლუი,როდესაც დაემართა თვალის ანთება,რის შედეგადაც დაეწყო ნელ-ნელა თვალის სინათლის დაკარგვა. (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი თვალის ანთებისა კი გახლდათ ბავშვის თამაში მამის სახელოსნოში,სადაც შემთხვევით თვალში სადგისი მოიხვედრა,ამან კი გამოიწვია თვალის ბადურის დაზიანება და 5 წლის ასაკში ლუი საბოლოოდ დაბრმავდა.10 წლის იყო,როდესაც იგი მხედველობადაკარგულთათვის გახსნილ სამეფო ინსტიტუტში მიაბარეს,სადაც მან შეისწავლა მუსიკის ხელოვნება,ამასთანავე პიანინოზე და ორღანზე დაკვრა.აღსანიშნავია ისიც,რომ ლუი ბრაილი საკმაოდ კარგი მუსიკოსი იყო და ამ ხელოვნების მიმართ დიდ ინტერესსაც იწვევდა. (ავტორი გენია.ჯი) 1829 წელს,შეიმუშავა მსოფლიოში დღემდე გამოყენებადი,ცნობილი “ბრაილის შრიფტი”,რითაც უდიდესი სამსახური გაუწია მხედველობადაკარგულ ადამიანებს და მათი ინტეგრაციისათვის საზოგადოებაში უდიდესი წვლილი დაიდო.გარდა ამისა,მან ვე შეიმუშავა მხედველობადაკარგული ადამიანებისათვის “ნოტოშრიფტი”,რითაც მათ საშუალება მისცა შეესწავლათ მუსიკის ნოტები და დაუფლებოდნენ ამ ულამაზეს ხელოვნებას.პირველი წიგნი,რომელიც “ბრაილის შრიფტით” იქნა დაბეჭდილი 1837 წელს,გახლავთ: “საფრანგეთის ისტორია”.ხოლო შემდგომ წლებში ამ შრიფტმა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიცვა და ერთგვარ სერთაშორისო შრიფტად იქცა მხედველობა დაკარგული ადამიანებისათვის.ლუი ბრაილი გარდაიცვალა 1852 წლის 6 იანვარს პარიზში.მისმა გამოგონებამ კი სამარადჟამოდ უკვდავყო მისი სახელი. (ავტორი გენია.ჯი)
“ბრაილის შრიფტი”