გრიგოლ აბაშიძე – “ხსოვნა”
როცა დარეკავს ჟამი სუსხის და ფოთოლცვენის
როცა დაღლილნი ფერგადასულს ვფურცლავთ ბარათებს,
გავხედავთ წარსულს და უეცრად ბავშვობა ჩვენი
ჭაში ჩავარდნილ მთვარესავით შემოგვანათებს.
***
ჯერ არ წაშლილა სახსოვარი წამი არც ერთი,
მაგრამ იმ დღეთა მოგონებას ღრმად რომ ჩახედავ,
როგორც ვერცხლის ფულს,ხმარებაში უღვთოთ გაცვეთილს,
ძლივსღა ატყვია ანაბეჭდი ნაცნობ სახეთა.
***
ისიც გეყოფა,რაც სიმდიდრე შემოგრჩენია,
რაც არ დაკარგე,რაც სულ გახსოვს,ის ხომ შენია!