ჯოზეფ რაიტი – “ინდიელი ქვრივი”
“ინდიელი ქვრივი” - წარმაოდგენს,ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მხატვრის - ჯოზეფ რაიტის (1734-1797 წლები),მიერ 1783 წლის ბოლოსა და 1784 წლის დასაწყისში შექმნილ ტილოს,ზეთით.იგი პირველად,ფართო საზოგადოებისათვის წარდგენილ იქნა ჯოზეფ რაიტის პერსონალურ გამოფენაზე ლონდონში 1785 წელს. (ავტორი გენია.ჯი) “ინდიელი ქვრივის” სრული სახელწოდება გახლავთ: “ინდიელი ბელადის ქვრივი,რომელიც უყურებს გარდაცვლილი მეუღლის იარაღს”.ტილოზე გამოსახული ქალი გამოსახავს იმ მწუხარებას,რომელიც მას მეუღლის გარდაცვალებამ მიანიჭა და მისი სიუჟეტი ჰქმნის ერთგვარ სენტიმენტალურ განწყობას.აქვეა გამოსახული მშვილდი,ისრები,დანა და სხვა იარაღები,რომელთაც მისი მეუღლე სიცოცხლეში იყენებდა.ამ სურათის მიხედვით,1785 წელს შექმნილი იქნა გრავიურა,ცნობილი ინგლისელი გრავიორისა და მხატვრის – ჯონ რაფაელ სმიტის მიერ,რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მნახველში.აღსანიშნავია ისიც,რომ ჯოზეფ რაიტმა დახატა ზუსტი ასლი “ინდიელი ქალის” სურატისა,თუმცა მას ჩვენამდე არ მოუღწევია,რადგან ხანძარმა “იმსხვერპლა”. (ავტორი გენია.ჯი) დღედღეობით არნიშნული ტილოს ორიგინალი დაცულია “დერბის სამხატვრო ხელოვნების მუზეუმში” და იგი ჯოზეფ რაიტის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაა მიჩნეული.